საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობისმარეგულირებელი ეროვნული კომისიის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 1/11

ნომერი: 1 / 11

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005

მიღების თარიღი ივლისი 01, 2000

ქ. თბილისი.                                                                                           1 ივლისი, 2000 წელი

1. დამტკიცდეს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  თანდართული დებულება “შრომის ანაზღაურებისა და პრემირების ფონდის შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ”.

2. დამტკიცდეს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრემირების ფონდის ზღვრული ოდენობა 30 000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;

3. დამტკიცდეს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფინანსური რეზერვების ფონდის  ზღვრული ოდენობა 30 000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;

4. დამტკიცდეს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  თანდართული საშტატო განრიგი.

5. კომისიის თავმჯდომარისა და წევრების მაისი-ივნისის ხელფასების დარიცხვა მოხდეს ივლისის თვის შრომის ანაზღაურების ოდენობიდან გამომდინარე აგვისტოს თვის შემოსავლების ხარჯზე.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ეკონომიკური სამსახურის უფროსს გ. გიორგაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                        ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები