გადაწყვეტილება N 8 “კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2000
მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2000
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 8
2000 წელი 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად
კომისიამ გადაწყვიტა:
1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კეთილი ნების კომუნიკაციები - GWC” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 3 ივლისის N5/4-1247 დადგენილებით):
ა) N843 ლიცენზია გაცემული 18.02.99 წ. - მოქმედების ვადა 12.02.04 წ.
ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - საერთაშორისო თანამგზავრული კავშირის მიწისზედა სისტემით მომსახურება.
ბ) N887 ლიცენზია გაცემული 10.03.99 წ. - მოქმედების ვადა 12.02.04 წ.
ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით
მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელში ჩართვა სერიული ნომრის გამოყენებით.
გ) N1248 ლიცენზია გაცემული 10.11.99 წ. - მოქმედების ვადა 12.02.04 წ.
ლიცენზიის სახეობა - ტელეკომუნიკაციის ნუმერაციის სისტემის გამოყენებით
მომსახურება.
ლიცენზიის საგანი - ოთხნიშნა სერიული ნომრების 2565 და 2566-ის გამოყენება.
დ) N1249 ლიცენზია გაცემული 10.11.99 წ. მოქმედების ვადა 17.09.04 წ.
ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი- ინტერნეტით მომსახურება;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე
ვ. აბაშიძე