საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2018 12:08
მიღების თარიღი მაისი 24, 2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვა 2018 წლის 24 მაისს კომისიის სხდომაზე გაიმართა. ინფორმაცია კომისიის 2018 წლის 24 მაისის სხდომის დღის წესრიგის შესახებ გამოქვეყნებული იყო კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში და შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ანგარიშის განხილვაში.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დამტკიცდეს კომისიის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში;
2. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წამყვან სპეციალისტს (რ. ჭაბუკიანი) კომისიის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის ინტერნეტში კომისიის ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) კომისიის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის საქართველოს პრეზიდენტისთვის, საქართველოს მთავრობისთვის და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წამყვან სპეციალისტს (რ.ჭაბუკიანი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
|
მერაბ ქათამაძე |
