შპს „ტელეიმედის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 640 / 2

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2018 15:18

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2018

შპს „ტელეიმედის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  კომისიას  განცხადებით მიმართა  შპს „ტელეიმედმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/6014-18, 13/11/2018) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-264, 15/07/2015) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს ხელმისაწვდომობა სხვა ტექნოლოგიის მეშვეობით გახადოს ფასიანი.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედი“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-264, 15/07/2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა;

გ)მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა; 

დ) მაუწყებლობის ენა/ენები - ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 24 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა)  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი შპს სტერეო +-ს მულტიპლექსი;

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);         

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2018 წლის 15 ნოემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ტელეიმედის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-264, 15/07/2015) მოდიფიცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირდეს შპს „ტელეიმედის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-264, 15/07/2015) და სხვა ტექნოლოგიით მაუწყებლობის ხელმისაწვდომობად განისაზღვროს - ფასიანი;

2.   შპს „ტელეიმედი“  ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4.    დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“  გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული   გადაწყვეტილების   კომისიის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „ტელეიმედისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“   ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი  და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

 

 

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები