თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 10, 2019 11:03
მიღების თარიღი აპრილი 04, 2019
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში სიხშირეზე 97,3 მჰც.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა შპს „რადიოცენტრი პლუსმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/5469-17, 24.07.2017წ) და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/5471-17, 24.07.2017წ).
კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N576/10 გადაწყვეტილებით ჩაშლილად გამოცხადდა ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი გამარჯვებულის ვერ გამოვლენის გამო.
შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ სასამართლო წესით გაასაჩივრა კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N576/10 გადაწყვეტილება ,,ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის მისაღებად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სარჩელი. სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N576/10 გადაწყვეტილება 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება კომისიამ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით არ დააკმაყოფილა კომისიის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კომისიის მიერ არ გასაჩივრებულა.
კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსზე, კომისიის 2019 წლის 28 მარტის N195/22 გადაწყვეტილებით 2019 წლის 4 აპრილს 14:30 საათზე ჩაინიშნა საკონკურსო სხდომა.
2019 წლის 4 აპრილს საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ დირექტორი რამაზ სამხარაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 26 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „რადიოცენტრი პლუსის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/1254, 26.03.2019), რომლის თანახმად კომპანია უარს აცხადებს 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე, რადგან კომპანია უკვე ფლობს სიხშირეს ქ. ბათუმში და ახორციელებს წარმატებულ მაუწყებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენა ქ. ბათუმში (სიხშირეზე 97,3მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2017 წლის 24 აგვისტოს 13:00 საათზე. ზეპირ მოსმენაზე წარმოდგენილ იქნა აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტის დასკვნა, რომლის თანახმად შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია აკმაყოფილებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსის პირობებს (შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია თან ერთვის).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „რადიოცენტრი პლუსმა“ უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობაზე დღეის მდგომარეობით კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ ერთი კონკურსანტი - შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ დირექტორმა რამაზ სამხარაძემ სალიცენზიო გადასახდელის - 8100.00 (რვა ათას ასი ლარი და 00 თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, ,,ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“;
2. უზრუნველყოს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 1620.00 (ერთი ათას ექვსასოცი და 00 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300573062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 5,670.00 (ხუთი ათას ექვსას სამოცდაათი და 00 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ .თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე
|
|
|
|
|
