წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-20-19 / 426

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2020 17:44

მიღების თარიღი აპრილი 30, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისია   (შემდგომში   „კომისია“) აღნიშნავს, რომ  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება   და დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“  70-ე მუხლის პუნქტი 4-ის თანახმად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში გარდა ამ კანონით განსაზღვრეული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ხოლო პუნქტი 42 პუნქტის თანახმად, კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულობამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა. კომისია აღნიშნავს, რომ დღეის მდფომარეობით სტატისტიკური ამგარიშგების ფორმა 1,7 წარმოადგენს კვარტალურ ფორმას და მასში კვარტლის შესაბამისი  თვეების ინფორმაცია შეიტანება ჯამურად, რაც ვერ უზრუნველყოფს საკანონმდებლო დანაწესით განსაზღვრული მოთხოვნის ჯეროვნად შესრულებას, ვინაიდან საკანონმდებლო მოთხოვნას წარმოადგენს ნებისმიერი ბოლო 3 (სამი) თვის ჭრილში (და არა მხოლოდ კვარტლის) მონაცამების დამუშავება. ანუ კანონით დადგენილი დანაწესი გაცილებით ფართოა, ვიდრე კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული   1.7.   ფორმით   მოთხოვნილი   ინფორმაცია.   აღსანიშნავია  ისიც, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი მოითხოვს მაუწყებლის შემოსავლების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარე (ნორმის მიზანს წარმოადგენს მაუწყებლის საქმიანობისა და მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობა), ლოგიკურია, რომ შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გულისხმობს კონკრეტულ, ზუსტ მონაცემებს და არა საკმაოდ დიდი დიაპაზონის (ე.წ. რეინჯი) მიხედვით თანხის მითითებას, როგორც ეს მოქმედ 1.7. ფორმაში არის მითითებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და 1.7. ფორმის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მიზანშეწონილია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1,7-ში შეტანილი   იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1) ფორმა შეივსევბა კვარტალურად შესაბამისი კვარტალის თვეებისათვის ცალცალკე

2) ფორმაში  ველი „სეგმენტის“ შეოცვალოს  ველით „გაწეული დაფინანსების ოდენობით“

კომისია, ასევე აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებულ პირების მიერ 1.7. ფორმის შევსება უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან, როგორც აღინიშნა სწორედ ამ ფორმის შევსების მეშვეობით ხდება მაუწყებლების მიერ „მაუწყებლლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. აღნიშნული ვალდებულებების მიზანს კი წარმოადგენს მაუწყებლების დაფინანსების გამჭვირვალობა. ცნობილია, რომ თანამედროვე სამყაროში უარღრესად დიდია მედიის როლი თავისუფალი, დემოკრატიული და ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. მედიას გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, სწორედ აქედან გამომდინარეობს კანონით განსაზღვრული ვალდებულებაც დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. აქედან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილების აღუსრულებლობა (რაც გამოიხატება მაუწყებლების მიერ 1.7. ფორმის შეუვსებლობაში და მისი კომისიისთვის წარმოუდგენლობაში) ან აღსრულების გადადება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მედიის დაფინანსების გამჭვირვალობას, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებლების მიერ კომისიისთვის ინფორმაციის წარმოდგენა მოხდეს შეუფერხებლად და დროულად.

ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე განაპირობებს წინამდებარე გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსრულების აუცილებლობასაც.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე და 63-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-42 პუნქეტის შესაბამისად კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად:

გადაწყვიტა:

1. შევიდეს  ცვლილება  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში და მისი დანართი-1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

2.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე;

3,  ელექტრონული ანგარიშგების ფორმა 1.7 -ში მონაცემები შევსებულ იქნას 2020 წლის იანვრის პერიოდიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის   ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპატამენტს (ქ. რეხვიაშვილი).

. . . . . . . 

გადაწყვეტილების სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები