წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-17 / 211

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2021 15:16

მიღების თარიღი აპრილი 01, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 01 აპრილის N12 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2021 წლის 01 აპრილის N12 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს        3  (სამი) საკითხი:

ა) შპს „დეტექტორისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) სს „გლობალ ერთისთვის“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

გ) ინდ. მეწ. „ზაზა კვეტენაძის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. კომისიის 2021 წლის 01 აპრილის N12 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №12  სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                                           2021 წლის 01 აპრილი, 15:00 საათი

 

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2021 წლის  N12 სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპისთვის“ არაავტორიზებადი     საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.  შპს    „ჰაიდელბერგცემენტ    ჯორჯიასთვის“    არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის    დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.  შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მაუწყებლობის განახლების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. შპს „ლოკალნეტის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე    (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6. კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.  რადიოსიხშირული    სპექტრით    სარგებლობის    №F10    ლიცენზიის    გაუქმების    თაობაზე  შპს„მაგთიკომის“ განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. შპს „დეტექტორისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.  სს „გლობალ ერთისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. ინდ.   მეწ. „ზაზა   კვეტენაძის“  მიერ  ავტორიზაციის   მიზნით   წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის  შესახებ    (მომხს.მაია  ქადეიშვილი    -    სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

11. შპს „ტვ სარფის“ (ს/კ 445459423) წილის 100%-ის შპს „ოკ.ტვ“-ს (ს/კ 405166412) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მერაბ კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

12. შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ (ს/კ 404948955) ბენეფიციარი მესაკუთრის, შპს „როტაქსას“ (303917879 /ლიტვა/) მიერ შპს „შვესიაუსიას ტაშკას“ (302839121 /ლიტვა/) კუთვნილი შპს „Premium Net International SRL“-ის (2739178, /რუმინეთი/) წილის 50%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მერაბ კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

13. შპს „საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

14.  შპს ,,ახალი ქსელების“ და შპს ,,ახტელის“ მიმართ შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტი).

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები