საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2021 18:06
მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 18 ნოემბრის N54 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 18 ნოემბრის N54 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს „მთავარი არხის“ მიერ საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. კონსტანტინე ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
ბ) შპს „ფორმულას“ მიერ საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. კონსტანტინე ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
გ) შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. კონსტანტინე ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი).
2. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 18 ნოემბრის N54 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური
თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი