საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2021 17:09
მიღების თარიღი იანვარი 28, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში„კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება და დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 30 მარტს კომისიამ მიიღო Nგ-20-9/ 385 გადაწყვეტილება „არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“. აღნიშნული მომსახურების აღრიცხვის და მონიტორინგის მიზნით მნიშვნელოვანია ე.წ. A2P მომსახურების და მის ფარგლებში გაწეული მომსახურების ოდენობის და შესაბამისი შემოსავლების შესახებ მონაცემების მოგროვება. შესაბამისად, კომისიის ელექტრონული ანგარიშგების შესაბამის ფორმებში და მის ჩამონათვალში (კლასიფიკატორში) მნიშვნელოვანია დაემატოს შესაბამისი ველი. კერძოდ, ცვლილება შეეხება ფორმა 2.9-ს, სადაც ავტორიზებული პირები წარმოადგენენ მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ მონაცემებს და კლასიფიკატორ #1-ს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი-1-ში ფორმა 2.9- სა და კლასიფიკატორი 1-ს დაემატოს ველები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და შპს ,,მაგთიკომის“ შპს ,,ვიონი საქართველოს“ სს,,სილქნეტის“ და შპს„გლობალ სელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).
ფორმა 2.9. SMS/MMS
ივსება ყოველთვიურად, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა მხოლოდ გამავალი მიმართულება





ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
