წვდომის მენიუ

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-21-23 / 616

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2021 17:46

მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2021

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა/სარგებლობის უფლების მინიჭება და ლიცენზიის/რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ემუხლის 71 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ 2012 წლის 21 თებერვალს მიიღო დადგენილება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“; აღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით (ავტორიზებული პირებისთვის მინიჭებული ნუმერაციის რესურსი) სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია: 1) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის მოთხოვნა; 2) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობა; 3) სარგებლობის პირობების დარღვევა მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში; 4) შესაბამის  ელექტრონულ  საკომუნიკაციო  მომსახურებაზე  ავტორიზაციის  გაუქმება;  5)მინიჭებული ნუმერაციის რესურსის არადანიშნულებისამებრ და ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოყენება.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ავტორიზებული პირებისთვის მინიჭებული ნუმერაციის რესურსის გაუქმების საფუძვლებში დაემატოს ავტორიზაციის შეჩერება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია, ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით; ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:  არ ახორციელებს  ავტორიზებულ  საქმიანობას, არ წარუდგენს  კომისიას რეგულირების  საფასურის  გაანგარიშებებს  ან წარუდგენს  ნულოვან  გაანგარიშებას,   არ იხდის რეგულირების საფასურს; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას. „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მხოლოდ ავტორიზებულ პირებზე. შესაბამისად, პირი, რომელსაც შეუჩერდება ავტორიზაცია, არ უნდა ფლობდეს ნუმერაციის რესურსს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061 და 1062 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის 23 დეკემბერს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და მომზადებული დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ)

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-3  პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები