შპს „რადიო იმედის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B129 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2022 11:52
მიღების თარიღი აგვისტო 25, 2022
შპს „რადიო იმედის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B129 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შედგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/2455, 28.06.2022წ.) მიმართა შპს „რადიო იმედმა“ (ს/კ 204982206) მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B129 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო იმედი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B129 ლიცენზიას კომისიის 2012 წლის 7 სექტემბრის №582/1 და 2015 წლის 24 დეკემბრის №813/22 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 07 სექტემბრამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
მესტია, ზურულდის მთა, საკომუნიკაციო ანძა |
107.9 |
FM |
V |
წრიული |
250 |
43°1'28"N 42°46'7"E |
20 |
5 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 33 სამუშაო დღისა. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო იმედის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად 2022 წლის 14 ივლისის კომისიის №გ-21-23/312 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო იმედის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B129 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 18 აგვისტო, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე. კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს „რადიო იმედის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/2588, 08.07.2022წ.).
კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №22-10-1194, 11.07.2022), რომელმაც შპს „რადიო იმედის“ კერძო მაუწყებლობის №B129 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 344.25 ლარი.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო იმედის“ წარმომადგენელი ნინო ფაშალიშვილი. კომისიის სხდომაზე მან დაადასტურა კერძო რადიომაუწყებლობის №B129 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე - 2022 წლის 25 აგვისტო დაასახელა.
კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო იმედის“ წარმომადგენელი ნინო ფაშალიშვილი. სხდომაზე აღინიშნა, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს „რადიო იმედის“ კერძო მაუწყებლობის №B129 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კერძო რადიომაუწყებლობის №B129 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 10 წლის ვადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”რადიო იმედის“ (ს/კ 204982206) კერძო რადიომაუწყებლობის №B129 ლიცენზიას 2022 წლის 7 სექტემბრიდან 2032 წლის 7 სექტემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2032 წლის 07 სექტემბრამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
მესტია, ზურულდის მთა, საკომუნიკაციო ანძა |
107.9 |
FM |
V |
წრიული |
250 |
43°1'28"N 42°46'7"E |
20 |
5 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
2. შპს ”რადიო იმედი“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
პ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
ჟ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
რ) დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომერციული კომუნიკაციების (რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, ტელეშოპინგი) განთავსების წესები;
ს) დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის წესები;
3. შპს ”რადიო იმედის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B129 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 344.25 ლარი (სამასორმოცდაოთხი და 25) ლარს.
4. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 344.25 ლარი (სამასორმოცდაოთხი და 25) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300773062
30.75 ლარი – 2022 წლის 25 სექტემბრამდე;
28.50 ლარი – 2022 წლის 25 ოქტომბრამდე;
28.50 ლარი – 2022 წლის 25 ნოემბრამდე;
28.50 ლარი – 2022 წლის 25 დეკემბრამდე;
28.50 ლარი – 2023 წლის 25 იანვრამდე;
28.50 ლარი - 2023 წლის 25 თებერვლამდე;
28.50 ლარი – 2023 წლის 25 მარტამდე;
28.50 ლარი – 2023 წლის 25 აპრილამდე;
28.50 ლარი – 2023 წლის 25 მაისამდე;
28.50 ლარი – 2023 წლის 25 ივნისამდე;
28.50 ლარი – 2023 წლის 25 ივლისამდე;
28.50 ლარი – 2023 წლის 25 აგვისტომდე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო იმედისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „რადიო იმედისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) და ზ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ) და ე) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე), სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე), სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) და ადმინისტრაციას (ნ. დევდარიანი);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. დევდარიანი).
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე), ვ), ზ) ქვეპუნქტებისა, მე–4, მე–6. მე-9, მე-10, მე-12 პუნქტებისა) დაევალოს სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი