ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-23-1 / 325

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2023 13:56

მიღების თარიღი ივლისი 13, 2023

ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/2155, 30.06.2023) მიმართა ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარომ“ (ს/ნ 225378267) „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ითხოვს ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: ახალი ამბები, გადაცემები სოციალურ საკითხებზე, გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ქალთა პოლიტიკაში გააქტიურებისა და დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის მიმართულებით.

ბ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ქართული, აზერბაიჯანული, სომხური;

გ)ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:

გ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

დ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -  უფასო;

ე)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა - ავტორიზაციის თარიღიდან;

ვ)ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ზ)ვებ-გვერდის მისამართი: https://www.radioww.ge

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1.კომპანიის განცხადება;

2.ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3.შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

4.განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5.განსახორციელებელი გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების კონცეფცია;

6.ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ და ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობის მიხედვით;

7.საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული-მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია განთავსებული კაპიტალის, აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 30 ივნისს ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ მიერ ხარვეზით იყო წარმოდგენილი შემდეგი ინფორმაცია:

ა)მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია, კერძოდ შევსებულია და წარმოდგენილია ფორმის პირველი გვერდი (ფორმა შედგება 8 გვერდისგან);

ბ)ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ და ასევე ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ არ იყო დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ.

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-23-03/1493, 06.07.2023წ.). ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარომ“ შესაბამისი განმარტება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოადგინა  2023 წლის 12 ივლისს (წერილის კომისიაში   რეგისტრაციის № შ-23-6/2262).

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (მიღების თარიღი: 22/12/2022, დოკუმენტის ნომერი: N2482-Xრს-Xმპ) მე-2 მუხლის თანახმად გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებენ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას, ვალდებული არიან კანონით დადგენილი წესით გაიარონ ავტორიზაცია ამავე კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდებას განახორციელებს ამავე კანონის საფუძველზე ავტორიზაციის მომენტიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 13 ივლისის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ წარმომადგენელი მარინე ბჟალავა. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა განხორციელდეს  ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ (ს/ნ 225378267) გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის და 382-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.გატარდეს ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ (ს/ნ 225378267) ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: ახალი ამბები, გადაცემები სოციალურ საკითხებზე, გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ქალთა პოლიტიკაში გააქტიურებისა და დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის მიმართულებით.

ბ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ქართული, აზერბაიჯანული, სომხური;

გ)ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:

გ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

დ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება- უფასო;

ე)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა- ავტორიზაციის მომენტიდან;

ვ)ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ზ)ვებ-გვერდის მისამართი: https://www.radioww.ge

2.ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ვალდებულია:

ა)დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ)დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ)უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება;

ე)გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს  საქართველოს  ტერიტორიაზე  მოქმედ  ნორმატივებსა  და სტანდარტებს,  იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი, დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ)კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ)ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)აღნიშნული  გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე            თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები