სს „გლობალ ერთის “ (ს/კ 201949918) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-11 / 510

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2023 12:49

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2023

სს „გლობალ ერთის “ (ს/კ 201949918) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში“კომისია“) 2023 წლის 25 ოქტომბერს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/3414 25.10.2023) მიმართა სს„გლობალ ერთის“ (ს/კ201949918) გენერალურმა დირექტორმა გიორგი მაჩიტიძემ  (პ/6 01008013484) კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი აქციონერის, ფიზიკური პირი რუსუდან მაჩიტიძეს (პ/601008032308) მიერ ფიზიკური პირი გიორგი მაჩიტიძესათვის (პ/ნ 01008013484) აქციების (წილის) 16%-ის და ფიზიკური პირი გოგიტა მაჩიტიძეთვის (პ/ნ 01008032309) აქციების(წილის) 16%-ის გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

სს„გლობალ ერთი“ 2010 წლის 11 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

სხვა

B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სს„გლობალ ერთის“  აქციების მფლობელები არიან:

ფიზიკური პირები

 

 სახელი

 გვარი

პირადი ნომერი

 წილი(%)

 

გიორგი

მაჩიტიძე

01024029747

50

 

რუსუდანი

მაჩიტიძე

01008032308

50

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სს„გლობალ ერთი“, მისი მფლობელები და გენერალური დირექტორი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, სს„გლობალ ერთის“ მიერ ავტორიზებადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, აბონენტების რაოდენობა და წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში არის შემდეგი:


 ყოველივე  ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირ რუსუდან მაჩიტიძეს (პ/6 01008032308) მიერ   ფიზიკურ პირ გიორგი მაჩიტიძეზე (პ/ნ 01008013484) კომპანიის წილის 16%-ის და ფიზიკურ პირ გოგიტა მაჩიტიძეზე (პ/ნ 01008032309) წილის 16%-ის გასხვისება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს ფიზიკური პირი  გიორგი მაჩიტიძესათვის (პ/ნ01008013484) და ფიზიკური პირი გოგიტა მაჩიტიძეთვის (პ/ნ 01008032309) კომპანიის წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მიეცეს  თანხმობა  შპს  „გლობალ  ერთს“  ფიზიკური  პირი     რუსიდან  მაჩიტიძეს კუთვნილი  კომპანიის წილის 16%-ის ფიზიკური პირი გიორგი მაჩიტიძესთვის (პ/ნ 01008013484) და 16%-ის ფიზიკური პირი გოგიტა მაჩიტიძესთვის (პ/ნ 01008032309) გადაცემაზე;

2.განემარტოს  სს „გლობალ  ერთს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, სს „გლობალ ერთი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სს „გლობალ ერთი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს„გლობალ ერთისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5.გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის სს„გლობალ ერთისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6.გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე           წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები