საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2023 16:03
მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2023
საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/3341, 03.11.23), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდისთვის („C-02163“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს საზღვაო ხომალდს:„C-02163“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშანი:
№ |
ხომალდის დასახელება |
ხომალდის მფლობელი |
მინიჭებული სახმობი |
მინიჭებული MMSI |
1. |
C-02163 |
ილია ინჯია |
4LYZ2 |
-- -- -- |
2.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64 ) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი