გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს „კავეა პლუსის“ ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-24-1 / 31

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2024 15:16

მიღების თარიღი იანვარი 25, 2024

გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს „კავეა პლუსის“ ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში  რეგისტრაციის №შ-23-7/4263, 25.12.2023 და №შ-23-7/4341,27.12.2023) მიმართა შპს  „კავეა პლუსმა “ (ს/ნ 405388655) „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად  გამოძახებით   აუდიოვიზუალურ   მედიამომსახურებაზე   ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

2. განცხადების შესაბამისად, შპს „კავეა პლუსი“ ითხოვს ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: სხვადასხვა  ჟანრის აუდიოვიზუალური ნაწარმოებები (ფილმები და სერიალები);

ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ორიგინალი ენა ქართული/ინგლისური/რუსული;

გ) ინფორმაცია   გამოძახებით   აუდიოვიზუალური   მედიამომსახურების  მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:

გ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება; გ.ბ)აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება; გ.გ)სეთ-ტოპ ბოქსების  საშუალებით  გამოძახებითი აუდიოვიზუალური  მედიამომსახურების მიწოდება;

დ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება- შერეული;

დ.ბ)აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება-შერეული;

დ.გ)სეთ-ტოპ ბოქსების საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება - შერეული;

ე) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა -  ავტორიზაციის თარიღიდან;

ვ) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება:

ვ.ა)  გამოძახებითი  აუდიოვიზუალური  მედიამომსახურების  მიმწოდებელს  სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ზ) ვებ-გვერდის მისამართი: www.cavea.plus

3. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „კავეა პლუსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იყო შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) კომპანიის განცხადება;

ბ) შპს „კავეა პლუსის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

დ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

ე) განსახორციელებელი გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების კონცეფცია; ვ) აუდიტორული კომპანიის დასკვნა;

ზ) საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული-მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია განთავსებული კაპიტალის, აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

4. კომისია აღნიშნავს რომ აუდიტორული კომპანიის დასკვნაში არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია ნებადართული კაპიტალის შესახებ და ასევე ფორმაში - „ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ“ არ იყო შევსებული გრაფები:

ა) საწესდებო კაპიტალში შენატანი(ლარებში);

ბ) საწესდებო კაპიტალში წილის შეტანის თარიღი.

5. კომისიამ განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-24-03/45, 11.01.2024წ.). მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომპანიამ წარმოადგინა 2024 წლის 18 იანვარს (წერილი №გ-24-6/213, 18.01.2024წ.)

6. 2024 წლის 25 იანვრის კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „კავეა პლუსის“ წარმომადგენელი ლია კედელაშვილი.

 II. სამოტივაციო ნაწილი

ვინაიდან შპს „კავეა პლუსმა“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოადგინა დადგენილ ვადაში 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე კომისიამ მიიჩნია რომ უნდა განხორციელდეს შპს „კავეა პლუსის“ (ს/ნ405388655) გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაცია და მისი მონაცემების  რეგისტრაცია   კომისიის   ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივ   რეესტრში   ვინაიდან კომპანიის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ სრულოფილად  არის  წარმოდგენილი ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია

III. სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლის  მე-8 პუნქტის და  382-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. გატარდეს შპს „კავეა პლუსი“  (ს/ნ 405388655)  ავტორიზებულ  პირთა უწყებრივ რეესტრში გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: სხვადასხვა ჟანრის აუდიოვიზუალური ნაწარმოებები (ფილმები და სერიალები);

ბ) გამოძახებით  აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ორიგინალი ენა ქართული/ინგლისური/რუსული;

გ) ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:

გ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

გ.ბ) აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება; გ.გ)  სეთ-ტოპ  ბოქსების საშუალებით  გამოძახებითი  აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

დ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება-შერეული;

დ.ბ)აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება-შერეული;

დ.გ) სეთ-ტოპ  ბოქსების საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება - შერეული;

ე) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა -  ავტორიზაციის თარიღიდან;

ვ) ინფორმაცია იმ  კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება:

ვ.ა)  გამოძახებითი  აუდიოვიზუალური  მედიამომსახურების  მიმწოდებელს  სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ზ) ვებ-გვერდის მისამართი: www.cavea.plus

2. შპს „კავეა პლუსი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება;

ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავეა პლუსისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „კავეა პლუსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები