საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2024 16:24
მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2024
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 13 ოქტომბრის №47 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 13 ოქტომბრის №47 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
2.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №47 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 13 ოქტომბერი
სხდომის დასაწყისი: 12:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 18:00 საათამდე
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2.სს „მედია ჰოლდინგის" წინააღმდეგ მპგ „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. კონსტანტინე ქორიძე- მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
3.შპს „ტელეიმედის" წინააღმდეგ მპგ „ძლიერი საქართველო-ლელო,ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. კონსტანტინე ქორიძე-მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
4.შპს „ტელეიმედის" მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. კონსტანტინე ქორიძე-მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი).