წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: გ-24-19 / 499

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2024 11:07

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტში მითითებულ გრაფიკში 2024 წლის დეკემბერი- 2025 წლის ოქტომბრის პერიოდზე გადასახდელ თანხად მითითებულია „1 130 678.09 ლარი“ ნაცვლად „1 652 202.82 ლარი“-სა.

II. სამოტივაციო ნაწილი

2.საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციულიკოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ   აქტში   გაასწოროს   ტექნიკური,   აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები“. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტის   გამოცემას.   შეცდომების   გასწორება   უნდა გამოქვეყნდეს ან  გადაეცეს  ოფიციალური  გაცნობისთვის  იმავე  წესით,  რომელიც  დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი   აქტის  გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.

3.„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-10  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის სამართლებრივი აქტები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც   მიიღება   კანონმდებლობით   კომისიისთვის   მინიჭებული   უფლებამოსილების ფარგლებში.“

4.კომისიის 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტში მითითებულია, რომ შპს „მაგთიკომმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F113 ლიცენზიისათვის განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის-19 826 433.90 (ცხრამეტი მილიონ რვაასოცდაექვსი ათას ოთხასოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) გადახდა უნდა უზრუნველყოს 12 ყოველთვიურ ტრანშად - 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა გრაფიკში 2024 წლის დეკემბერი - 2025 წლის ოქტომბრის პერიოდზე ნაცვლად 1 652 202.82 ლარისა მითითებულია 1 130 678.09 ლარი, რაც წარმოადგენს ტექნიკურ, გამოთვლის დროს დაშვებულ შეცდომას (19 826 433.90 : 12 = 1 652 202.82 ლარს და არა 1 130 678.09 ლარს) და შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უნდა გასწორდეს.

III.  სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.გასწორდეს კომისიის 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური   შეცდომა   და   გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ვ)შპს „მაგთიკომმა“ უზრუნველყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F113 ლიცენზიისათვის  განსაზღვრული  ამოწურვადი რესურსით  სარგებლობის  საფასურის დარჩენილი 70%-ის - 19 826 433.90 (ცხრამეტი მილიონ რვაასოცდაექვსი ათას ოთხასოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი  რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

1 652 202.82 ლარი - 2024 წლის 21 ნოემბრამდე;

1 652 202.82 ლარი - 2024 წლის 21 დეკემბრამდე;

1 652 202.82 ლარი - 2025 წლის 21 იანვრამდე;

1 652 202.82 ლარი - 2025 წლის 21 თებერვლამდე;

1 652 202.82 ლარი - 2025 წლის 21 მარტამდე;

1 652 202.82 ლარი - 2025 წლის 21 აპრილამდე;

1 652 202.82 ლარი - 2025 წლის 21 მაისამდე;

1 652 202.82 ლარი - 2025 წლის 21 ივნისამდე;

1 652 202.82 ლარი - 2025 წლის 21 ივლისამდე;

1 652 202.82 ლარი - 2025 წლის 21 აგვისტომდე;

1 652 202.82 ლარი - 2025 წლის 21 სექტემბრამდე;

1 652 202.82 ლარი - 2025 წლის 21 ოქტომბრამდე;“

2.დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  წინამდებარე  გადაწყვეტილების კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და შპს “მაგთიკომისთვის” გაგზავნა;

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს “მაგთიკომისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე    წევრი

ნათია კუკულაძე     წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები