ააიპ “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2024 16:24
მიღების თარიღი აპრილი 04, 2024
ააიპ “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
განმცხადებელი: ააიპ “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი”;
კომისიის სხდომის თარიღი: 04.04.2024.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა” (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-7/1933 02/04/2024) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-873, 15.07.2015) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს 2024 წლის 5 აპრილიდან გავრცელდეს შპს„ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსპლატფორმის საშუალებით. ხელმისაწვდომობა მულტიპლექსპლატფორმით გავრცელებისას იქნება უფასო. ააიპ “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის" წერილზე თნდართულია შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ წერილი ააიპ “არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივის" სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ.
2. კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი” ფლობს ავტორიზაციას მაუწყებლობაზე (BR-873, 15.07.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, ინგლისური, რუსული;
ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) თბილისის მულტიპლექსი, შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი;
ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო; ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;
ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.
3. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 451 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
4. კომისიის 2024 წლის 4 აპრილის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” წარმომადგენელი.
II. სამოტივაციო ნაწილი
კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს ააიპ “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-873, 15.07.2015) მოდიფიცირება და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიას უფასო ხელმისაწვდომობით უნდა დაემატოს შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსი.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს ააიპ “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” (ს/კ 404385465) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-873, 15.07.2015) და:
ა) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად დამატებით განისაზღვროს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსი;
ბ) შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყების თარიღი: 2024 წლის 5 აპრილი;
2. ააიპ “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” ავტორიზაციის მოდიფიცირების თარიღია: 04.04.2024, 15:07 სთ.
3. ააიპ “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი” ვალდებულია:
ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
4. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის” გაგზავნა; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ააიპ “არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ნათია კუკულაძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი