შპს “ტელეკომპანია ეგრისის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: გ-24-2 / 267

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2024 13:20

მიღების თარიღი ივნისი 20, 2024

შპს “ტელეკომპანია ეგრისის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

განმცხადებელი: შპს “ტელეკომპანია ეგრისი”;

კომისიის სხდომის თარიღი: 20.06.2024.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “ტელეკომპანია ეგრისმა” (ს/კ 239861592) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/2676, 19/06/2024) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-229, 14.07.2015) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს 2024 წლის 20 ივნისიდან გავრცელდეს სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ კუთვნილი რუსთავის მულტიპლექსის მეშვეობით. ხელმისაწვდომობა მულტიპლექსპლატფორმით გავრცელებისას იქნება უფასო. შპს “ტელეკომპანია ეგრისის” წერილზე თანდართულია სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ (ს/კ 216335838) წერილი შპს “ტელეკომპანია ეგრისის” სატელევიზიო კონტენტის რუსთავის მულტიპლექსპლატფორმის საშუალებით გავრცელების მზაობის შესახებ.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია ეგრისი” ფლობს ავტორიზაციას მაუწყებლობაზე (BR-229, 14.07.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი - ციფრული (სენაკის მულტიპლექსი);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

3. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 451 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება,  ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

4.  კომისიის  2024  წლის  20  ივნისის  სხდომას  არ  ესწრებოდა     შპს  “ტელეკომპანია  ეგრისის” წარმომადგენელი.

II. სამოტივაციო ნაწილი

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს “ტელეკომპანია ეგრისის” მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-229, 14.07.2015) მოდიფიცირება და  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიას უფასო ხელმისაწვდომობით უნდა დაემატოს სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ რუსთავის მულტიპლექსი.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს “ტელეკომპანია ეგრისის” (ს/კ 239861592) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-229, 14.07.2015) და:

ა) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად დამატებით განისაზღვროს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ რუსთავის მულტიპლექსი;

ბ) სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ რუსთავის მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2024 წლის 20 ივნისი;

2. შპს “ტელეკომპანია ეგრისის” ავტორიზაციის მოდიფიცირების თარიღია: 20.06.2024, 15:16 სთ.

3. შპს “ტელეკომპანია ეგრისი” ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

4. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “ტელეკომპანია ეგრისისთვის” გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს “ტელეკომპანია ეგრისისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-3 პუნქტების   შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე                 თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე                წევრი

ივანე მახარაძე                    წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები