გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს „პალიტრანიუსის“ ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 20 ივლისის №გ-23-1/341 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-24-2 / 84

გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2024 14:08

მიღების თარიღი თებერვალი 29, 2024

გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს „პალიტრანიუსის“ ავტორიზაციის  მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 20 ივლისის №გ-23-1/341 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს„პალიტრანიუსმა“ (ს/ნ 404975452) (კომისიაში რეგისტრაციის№შ-24-7/941, 23.02.2024) გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის (VOD-6, 20/07/2023) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგიაში დამატებით, აპლიკაციის საშუალებით მიწოდების განსაზღვრა, უფასო ხელმისაწვდომობით. აღნიშნული ტექნოლოგიით მომსახურების დაწყებას კომპანია გეგმავს ავტორიზაციის მოდიფიცირებიდან 3 თვეში.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „პალიტრანიუსი“ კომისიის 2023 წლის 20 ივლისის №გ-23-1/341 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ავტორიზაციას გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე (VOD-6, 20/07/2023), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: საინფორმაციო, პოლიტიკური, შემეცნებითი და გასართობი გადაცემები.

ბ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ქართული;

გ)ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:

გ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება; დ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება- უფასო;

ე)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა - ავტორიზაციის მომენტიდან;

ვ)ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

3. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 451 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

4. კომისიის 2024 წლის 29 თებერვლის სხდომას ესწრებოდა შპს „პალიტრანიუსის“ წარმომადგენელი მარიამ ტოლიაშვილი.

 II. სამოტივაციო ნაწილი

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „პალიტრანიუსის“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის (VOD-6, 20/07/2023) მოდიფიცირება და მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგიაში დამატებით, აპლიკაციის საშუალებით მიწოდების განსაზღვრა, უფასო ხელმისაწვდომობით.

 III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.მოდიფიცირდეს შპს„პალიტრანიუსის“ (ს/ნ404975452) გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაცია (VOD-6, 20/07/2023), შევიდეს ცვლილება კომისიის 2023 წლის 20 ივლისის №გ-23-1/341 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების:

ა)პირველი პუნქტის გ) ვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის გ.ბ) ქვეპუნქტი:

„გ.ბ)აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;“ ბ) პირველი პუნქტის დ) ვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ.ბ) ქვეპუნქტი:

„დ.ბ)აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება - უფასო;“

გ)პირველი პუნქტის ე) ვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა - ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება ავტორიზაციის მომენტიდან, ხოლო აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება 2024 წლის 30 მაისამდე;“

2. შპს „პალიტრანიუსი“ ვალდებულია:

ა)დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ)დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ)უზრუნველყოს  საკუთარ  კატალოგებში  განთავსებული  პროგრამების  შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება;

ე)კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) ღნიშნული გადაწყვეტილების შპს „პალიტრანიუსისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

6. გადაწყვეტილება     შეიძლება გასაჩივრდეს  ქ.თბილისის საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში    (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)    შპს„პალიტრანიუსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე           თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები