შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B157 ლიცენზიის შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეებისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2024 13:11
მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2024
შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B157 ლიცენზიის შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეებისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
განმცხადებელი: შპს „ევროპა პლუს თბილისი“ და შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეები“;
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 19 სექტემბერი;
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2024 წლის 4 სექტემბერს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/3861, 04.09.2024) მიმართეს შპს„ევროპა პლუს თბილისმა“ (ს/კ204426264) და შპს „მედია ჰოლდინგმა სივრცეებმა “ (ს/კ 405179925) შპს „ევროპა პლუს თბილისის“ მფლობელობაში არსებული კერძო რადიომაუწყებლობის №B157 ლიცენზიის შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეებისთვის“ გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. კომისიაში შემოსულ განცხადებაზე თანდართულია შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეების“ მიერ შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან რომ შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეებს“ დავალიანება არ ერიცხება და ცნობა შემოსავლების სამსახურიდან რომ შპს „ევროპა პლუს თბილისს“ დავალიანება არ ერიცხება.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით.„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო; გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ევროპა პლუს თბილისი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B157 ლიცენზიას 2034 წლის 27 თებერვლამდე, კომისიის 2024 წლის 15 თებერვლია №გ-24-6/73 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2034 წლის 27 თებერვლამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი; ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
ქ. თელავი ცივის ანძა |
102.3 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°52'13"N 45°24'35"E |
20 |
6 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ). თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ი) სალიცენზიო გადასახდელი: შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B157 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს 5265.00 (ხუთი ათას ორასამოცდახუთი და 00) ლარს. სალიცენზიო გადასახდელის - 5265.00 (ხუთი ათას ორასამოცდახუთი და 00) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300773062
438.75 ლარი - 2024 წლის 15 მარტამდე;
438.75 ლარი - 2024 წლის 15 აპრილამდე;
438.75 ლარი - 2024 წლის 15 მაისამდე;
438.75 ლარი - 2024 წლის 15 ივნისამდე;
438.75 ლარი - 2024 წლის 15 ივლისამდე;
438.75 ლარი - 2024 წლის 15 აგვისტომდე;
438.75 ლარი - 2024 წლის 15 სექტემბრამდე;
438.75 ლარი - 2024 წლის 15 ოქტომბრამდე;
438.75 ლარი - 2024 წლის 15 ნოემბრამდე;
438.75 ლარი - 2024 წლის 15 დეკემბრამდე;
438.75 ლარი - 2025 წლის 15 იანვრამდე;
438.75 ლარი - 2025 წლის 15 თებერვლამდე;
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მედიამომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;
ბ) მედიამომსახურების სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
დ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ე) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
5. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეების“ 70%-იანი წილის მფლობელია შპს „შერ“-ი (ს/კ 404431762), 20%-იანი წილის მფლობელია ვალერიან გორგილაძე (პ/ნ 01008028227), ხოლო 10%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ეკა ვეფხვაძე (პ/ნ 01013017520). შპს „შერ“-ის (ს/კ 404431762) 100%-იანი წილის მფლობელია თამარ ჯოჯუა (პ/ნ 01010009555). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეების“ დირექტორი ადასტურებს, რომ შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეები“ ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
6. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეების“ ბენეფიციარი მესაკუთრეების ვალერიან გორგილაძის, ეკა ვეფხვაძის და თამარ ჯოჯუას მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ეკა ვეფხვაძის და თამარ ჯოჯუას მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება, ხოლო ვალერიან გორგილაძეს 2013 წლის შემდგომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შევსებული არ აქვს. ასევე შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეების“ ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად მათი მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.
7. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეები“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საერთო რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში სიხშირეზე 98.5 მჰც.
8. კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 19 სექტემბრის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეების“ და შპს „ევროპა პლუს თბილისის“ წარმომადგენლები თეკლა კაკულია და ილია კიკაბიძე.
9. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ და შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B157 ლიცენზიის შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეებისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B157 ლიცენზიის გადაცემაზე შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეებისთვის“ წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია შპს „ევროპა პლუს თბილისს“ მიეცეს წინასწარი თანხმობა, კერძო მაუწყებლობის №B157 ლიცენზიის გადაცემაზე.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს თანხმობა შპს „ევროპა პლუს თბილისს“ (ს/კ 204426264) მის მფლობელობაში არსებული კერძო რადიომაუწყებლობის №B157 ლიცენზიის შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეებისთვის“ (ს/კ 405179925) გადაცემაზე;
2. უზრუნველყოს შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეებმა“ კერძო რადიომაუწყებლობის №B157 ლიცენზიის სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;
3. განემარტოს შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეებს“, რომ შპს „ევროპა პლუს თბილისის“ მფლობელობაში არსებული კერძო რადიომაუწყებლობის №B157 ლიცენზიის შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეებისთვის“, გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეების“, მიერ კერძო რადიომაუწყებლობის №B157 ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე); ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეებისთვის“ და შპს „ევროპა პლუს თბილისისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეებისთვის“ და შპს „ევროპა პლუს თბილისისთვის“ ჩაბარებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი