საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 43

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 05, 2024 15:26

მიღების თარიღი თებერვალი 01, 2024

საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

I.აღწერილობითი  ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/338, 25.01.24), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდისთვის („SATNO“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ.

 II.სამოტივაციო ნაწილი

კომისია აღნიშნავს, რომ საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისიამ საზღვაო ხომალდებს უნდა მიანიჭოს რადიოსახმობი და ამოცნობის ნიშნები. ტელეკომუნიკაციების  საერთაშორისო  კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად გამოყოფილი  რადიოსიხშირული  ზოლები უბედურებაში მოხვედრილი  საზღვაო ხომალდის მიერ სამაშველო საერთაშორისო სიგნალის გადასაცემად გამოიყენება ამავე რადიორეგლამენტის II ტომის I ნაწილის №13 დანართით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად და კომისიის მიერ მინიჭებას არ საჭიროებს.

 III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-2 პუნქტის  საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გაწყვიტა:

1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდს: „SATNO“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშანი:

ხომალდის დასახელება

ხომალდის მფლობელი

მინიჭებული სახმობი

მინიჭებული

MMSI

 1.

 SATNO

 სიმონ ასათიანი

 4LZJ2

 213 624 000

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე       წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები