სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-2510/227გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2025 14:53
მიღების თარიღი აგვისტო 07, 2025
სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-2510/227გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ განმცხადებელი: ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია”;
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 7 აგვისტო.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-10/227 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;
გ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში -12 საათი;
|
№ |
გადამცემის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
საარხო ზოლის სიგანე (კჰც) |
მოდულა ცია |
პოლარი ზაცია V/H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწისზედაპირიდან (მ) |
|
1 |
ფასანაური სატელევიზიო ანძა |
105.3 |
300 |
FM |
V |
წრიული |
100 |
2 |
42°20'38.78"N 44°41'46.07"E |
18 |
|
2 |
ამბროლაური სატელევიზიო ანძა |
100.7 |
300 |
FM |
V |
წრიული |
100 |
2 |
42°30'49.70"N 43°9'52.28"E |
20 |
|
3 |
სარფი სს სილქნეტის ანძა |
99.5 |
300 |
FM |
V |
წრიული |
50 |
2 |
41°31'23.6"N 41°32'56.8"E |
15 |
|
4 |
ცივის სატელევიზიო ანძა |
98.3 |
300 |
FM |
V |
ქ.თელავის მიმართუ ლებით |
100 |
2 |
41°52'17.01"N 45°24'34.26"E |
15 |
|
5 |
მარტვილის ანძა |
94.1 |
300 |
FM |
V |
წრიული |
100 |
2 |
42°27'19.04"N 42°21'58.57"E |
20 |
ე) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).
შენიშვნა 2: სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.
2. კომისია აღნიშნავს, რომ განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2025 წლის 27 ივნისს წარმოადგინა (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-11/2674) ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ” (ს/კ 404511337).
3. 2025 წლის 2 ივლისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის“ წარმომადგენელი ნინო აბრამიშვილი. მოსამზადებელ სხდომაზე კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-10/227 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსის პირობებთან.
4. ზეპირი მოსმენა სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2025 წლის 31 ივლისს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის“ დირექტორი კონსტანტინე ლეკიშვილი. სხდომაზე აღინიშნა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (მათ შორის განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე; ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ) შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-10/227 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსის პირობებთან.
5. ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №25-10-1670, 31.07.2025) სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის (ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს რადიო - ივერიას“) მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე ((ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს რადიო - ივერიის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია იხილეთ დანართის სახით). დასკვნაში აღნიშნულია, რომ ლიცენზიის სახეობაა - სათემო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ1 პუნქტის შესაბამისად, სათემო მაუწყებლობა არის კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს შემოსავლის მიღებას; ამავე კანონის 46-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი უნდა ემსახურებოდეს თემის ინტერესებს; უნდა უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება; უნდა უზრუნველყოფდეს მისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრებების გაშუქებას. სათემო მაუწყებლობისათვის სიხშირულ სპექტრს ანაწილებს კომისია. სამაუწყებლო კონცეფციის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო ივერია“ წარმოადგენს მართლმადიდებლური თემის ინტერესებზე ორიენტირებულ მაუწყებელს, ემსახურება თემის ინტერესს და უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში იმ თემის წევრების მონაწილეობას, რომელსაც ემსახურება. ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო ივერია“ აკმაყოფილებს კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-10/227 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტს: ლიცენზიის მაძიებელი წარმოდგენს მოქმედ საეთერო სათემო რადიომაუწყებელს, რომლის მიზანს წარმოადგენს მოქმედი სამაუწყებლო ბადით მაუწყებლობის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და რომლის მიერ წარმოდგენილი კონცეფციაც, ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს და მართლმადიდებლური თემის ინტერესებს.
6. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში. ზეპირი მოსმენის სხდომაზე ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის“ დირექტორმა კონსტანტინე ლეკიშვილმა სალიცენზიო გადასახდელის -10,108.80 (ათი ათას ას რვა ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
7. კომისია აღნიშნავს, რომ საკონკურსო სხდომა სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2025 წლის 7 აგვისტოს 13:00 საათზე. სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ1 პუნქტის და კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-10/227 გადაწყვეტილების მოთხოვნებს. ასევე ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის“ მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაციაც შესაბამისობაშია კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-10/227 გადაწყვეტილების მოთხოვნებთან. სხდომაზე ასევე აღინიშნა რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის“ დირექტორმა კონსტანტინე ლეკიშვილმა სალიცენზიო გადასახდელის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
II. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლისა და კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-10/227 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-10/227 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია” (ს/კ 404511337);
2. უზრუნველყოს ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 2,021.76 (ორი ათას ოცდაერთი ლარი და 76 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინამიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 7,076.16 (შვიდი ათას სამოცდათექვსმეტი და 16 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო- ივერიისთვის” გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიისთვის” ჩაბარების დღიდან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
