საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/290 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 21, 2025 17:32
მიღების თარიღი აგვისტო 21, 2025
საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/290 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
განმცხადებელი: შპს „ახალი რადიო“;
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 21 აგვისტო.
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/290 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა № 1-ში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი; ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ). ასევე ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.
შენიშვნა 2: ზონალური დაფარვის მიზნით გაცემული ლიცენზიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მაუწყებლობის ზონის თითოეული გადამცემი სადგურიდან უნდა გავრცელდეს ერთი და იგივე კონტენტი დროში უცვლელად, შესაბამისად ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენისას ყურადღება უნდა გამახვილდეს, როგორც გადამცემი სადგურების და საანტენო მეურნეობის, ასევე სადისტრიბუციო ქსელის მოწყობის აუცილებლობაზე. გასათვალისწინებელია, რომ სამაუწყებლო ზონის ყველა სადგური უნდა ფუნქციონირებდეს ერთ სამუშაო სიხშირეზე და ერთი და იგივე ფაზაში (ანუ ნულოვანი ან ერთი და იგივე, უცვლელი, ფაზური სხვაობით), ასევე გადამცემ სადგურებზე მიწოდებული აუდიო სიგნალი უნდა იყოს ერთნაირი ამპლიტუდის და ფაზის. ასეთი ქსელის მოსაწყობად საჭიროა სპეციალური ტიპის მოდულატორით და პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი გადამცემი სადგურების (შესაბამისი გადამცემი ანტენებით) და სისტემის სადისტრიბუციო ქსელით აღჭურვა. ზემოთქმულიდან გამომდინარე სასურველია ლიცენზიის მაძიებელმა წარმოადგინოს სადისტრიბუციო ქსელის და სამაუწყებლო პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების დოკუმენტაცია.
შენიშვნა 3: კომისიის თანხმობის შემთხვევაში ქსელის ფორმირებისას შესაძლებელია ტექნიკური პარამეტრების ცვლილება, ქსელის გამართული ფუნქციონირების მისაღწევად, მათ შორის სადგურების მდებარეობის.
2. კომისია აღნიშნავს, რომ განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2025 წლის 11 ივლისს წარმოადგინა (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-11/2882) შპს ”ახალმა რადიომ“ (ს/კ 405105041).
3. კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/290 გადაწყვეტილების შესაბამისად 2025 წლის 16 ივლისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა შპს „ახალი რადიოს“ დირექტორი ბეგლარ ლოგუა. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/290 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსის პირობებთან.
4. მოსამზადებელ სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „ახალი რადიოს“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაციის თანახმად, შპს „ახალი რადიოს“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია ბეგლარ ლოგუა (პ/ნ 19001012771), ხოლო 50%-იანი წილის მფლობელია სამსონ ქირია (პ/ნ 01012012605). კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
5. კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ გადამოწმდა შპს „ახალი რადიოს“ დირექტორის და 50%-იანი წილის მფლობელის ბეგლარ ლოგუას (პ/ნ 19001012771) ასევე 50%-იანი წილის მფლობელის სამსონ ქირიას (პ/ნ 01012012605) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე (https://portal.acb.gov.ge). გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი რადიოს“ პარტნიორების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზეც არ იძებნება.
6. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით. მოსამზადებელ სხდომაზე აღინიშნა რომ გადამოწმდა შპს „ახალი რადიო“ ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად ურთიერთდამოკიდებულება რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან არ დადგინდა. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „ახალი რადიო“ არ ფლობს ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში. შესაბამისად შპს ”ახალი რადიოს” კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
7. ზეპირი მოსმენა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2025 წლის 14 აგვისტოს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს „ახალი რადიოს“ დირექტორი ბეგლარ ლოგუა. სხდომაზე აღინიშნა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (მათ შორის განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე; ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია) შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/290 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსის პირობებთან.
8. ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №25-10-1746, 11.08.2025) საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის (შპს „ახალი რადიოს“) მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე (შპს „ახალი რადიოს“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია იხილეთ დანართის სახით). დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა კერძო საერთო რადიომაუწყებლობა. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ლ“ პუნქტის შესაბამისად, კერძო მაუწყებლობა არის ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი მაუწყებლობა, არც სათემო მაუწყებლობა და არც საუნივერსიტეტო მაუწყებლობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.
სამაუწყებლო კონცეფციის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს „ახალი რადიოს“ სამაუწყებლო კონცეფცია ითვალისწინებს როგორც ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობას, ასევე - მუსიკალური, შემეცნებითი და გასართობი პროგრამებით მაუწყებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ახალი რადიოს“ სამაუწყებლო კონცეფცია შესაბამისობაშია კომისიის 2024 წლის 11 ივლისის №გ-24-21/299 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან და აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით და კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/290 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.
9. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში. ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „ახალი რადიოს“ დირექტორმა ბეგლარ ლოგუამ სალიცენზიო გადასახდელის - 20,047.50 (ოცი ათას ორმოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
10. კომისია აღნიშნავს, რომ საკონკურსო სხდომა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2025 წლის 21 აგვისტოს 13:00 საათზე. სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს ”ახალი რადიოს“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტის და კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/290 გადაწყვეტილების მოთხოვნებს. ასევე შპ ”ახალი რადიოს“ მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაციაც შესაბამისობაშია კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/290 გადაწყვეტილების მოთხოვნებთან. სხდომაზე ასევე აღინიშნა რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს ”ახალი რადიოს“ დირექტორმა ბეგლარ ლოგუამ სალიცენზიო გადასახდელის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
II. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლისა და კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/290 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/290 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ახალი რადიო“ (ს/კ 405105041);
2. უზრუნველყოს შპს ”ახალმა რადიომ“ ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 4,009.50 (ოთხი ათას ცხრა ლარი და 50 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22 სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 14 033.25 (თოთხმეტი ათას ოცდაცამეტი და 25 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და შპს ”ახალი რადიოსთვის” გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ახალი რადიოსთვის” ჩაბარების დღიდან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს ”ახალი რადიოსთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი