საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 15 ივნისის№ გ-23-7/272 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2025 14:00
მიღების თარიღი თებერვალი 27, 2025
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 15 ივნისის№ გ-23-7/272 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
განმცხადებელი: ალექსანდრე ლაბაძე
კომისიის სხდომის თარიღი: 27.02.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მოქალაქე ალექსანდრე ლაბაძემ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-9/681, 19.02.25) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2.კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2023 წლის 15 ივნისის № გ-23-7/272 გადაწყვეტილების საფუძველზე რადიომოყვარულ ალექსანდრე ლაბაძეს 2028 წლის 15 ივნისამდე მინიჭებული აქვს შემდეგი სახმობი ნიშანი:
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
C - 166 |
ალექსანდრე ლაბაძე |
ქ. რუსთავი, მე-20 მ/რ, მე-10 კორპ., ბინა 42 |
4L1LAT |
„C“ |
3.კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების წესის“ 2023 წლის პირველ ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად კომისიის მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს, მიენიჭოთ სამოყვარულო რადიოსადგურის B კატეგორია და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია 2023 წლის 15 ივნისის №გ-23-7/272 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და რადიომოყვარულ ალექსანდრე ლაბაძისთვის სახმობი ნიშნის შეცვლა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.შევიდეს ცვლილება კომისიის 2023 წლის 15 ივნისის № გ-23-7/272 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.მიენიჭოს რადიომოყვარულ ალექსანდრე ლაბაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2023 წლის 15 ივნისიდან 2028 წლის 15 ივნისამდე:
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
B-131 |
ალექსანდრე ლაბაძე |
ქ. რუსთავი, მე-20 მ/რ, მე-10 კორპ., ბინა 42 |
4L6AL |
„B“ |
2.რადიომოყვარული ალექსანდრე ლაბაძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ალექსანდრე ლაბაძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ალექსანდრე ლაბაძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი