შპს „ეკლეკტიკის“ (404556814) დამფუძნებლის წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2026 12:06
მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2026 12:06
შპს „ეკლეკტიკის“ (404556814) დამფუძნებლის წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 18 სექტემბერს წერილით მიმართა შპს „ეკლექტიკის“ დირექტორმა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/7614 17.09.2026), სადაც აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირის შპს „ეკლეკტიკის“ კაპიტალში 100% წილის მფლობელ პარტნიორს, გიორგი მირიანაშვილს განზრახული აქვს კომპანიის კაპიტალში არსებული წილი სრულად, წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცეს საქართველოს მოქალაქეს ნოე მამულაშვილს, რომელიც ამ ეტაპისთვის უკვე არის კომპანიის დირექტორი ერთპიროვნული უფლებამოსილებით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმის ფარგლებში, მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე - 27-ე მუხლებით დადგენილი წესით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „ეკლეკტიკი“ 2022 წლის 10 მარტიდან წარმოადგს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. მას ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდე მომსახურებაზე:
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა
ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „ეკლეკტიკის“ 100% წილის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი მირიანაშვილი.
ამავე უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „ეკლეკტიკი“ და მისი 100%-იანი წილის შემძენი ფიზიკური პირი ნოე მამულაშვილი, რომელიც დღეის მდგომარეობით არის კომპანიის ერთპიროვნული დირექტორი, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ.
კომისიის საერთო სტატისტიკური ანგარიშგების ბაზის თანახმად კომპანია ეწევა ავტორიზებად საქმიანობას და მისი საბაზრო წილი ბაზრის შესაბამის სეგმენტზე აბონენტების ჭრილში არის 0,3%- ია, ხოლო შემოსავლების ჭრილში 0,2%-ი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ტრანზაქციების განხორციელების შემთხვევაში შპს „ეკლეკტიკის“ და მისი პარტნიორის ურთიერთდამოკიდებულება (აფილირება) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირ(ებ)თან არ შეიცვლება, ტრანზაქცია ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ეკლეკტიკს“ მისი დამფუძნებლის გიორგი მირიანაშვილის 100% იანი წილის სრულად ფიზიკური პირი ნოე მამულაშვილის სასარგებლოდ გასხვისებაზე;
2. განემარტოს შპს „ეკლეკტიკს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ეკლეკტიკი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. შპს „ეკლეკტიკი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;
4. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ეკლეკტიკი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისათვის გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისათვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ივანე მახარაძე წევრი
