წვდომის მენიუ

შპს „სქაიტელი“-ს (ს/კ 400013748) მიერ ინდ. მეწარმე ზაზა კვეტენაძეს საოპერაციო აქტივების შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-26-11 / 469

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2026 16:19

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2026

შპს  „სქაიტელი“-ს (ს/კ 400013748) მიერ ინდ. მეწარმე ზაზა კვეტენაძეს საოპერაციო აქტივების შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 12 ოქტომბერს განცხადებით  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-26-6/2728  12.10.2026)  მიმართეს შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748) დირექტორმა და ინდ. მეწარმე ზაზა კვეტენაძემ შპს „სქაიტელის“ ინდ. მეწარმე ზაზა კვეტენაძის საოპერაციო აქტივების შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  კონცენტრაციების  კონტროლის  მექანიზმის  ფარგლებში,  მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე - 27-ე მუხლებით დადგენილი წესით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „სქაიტელი“ 2011 წლის 15 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

ადგილობრივი საშუალებებით

დაშვების

(სადენიანი)

ქსელითა

და/ან

(სადენიანი)

ქსელის

ტერმინალური

უზრუნველყოფა

 

                 

 

 

A.F.1

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი

საკომუტაციო

ქსელის

შესაბამისი

ელემენტებითა

უზრუნველყოფა

 

           

 

 

A.F.2     ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული,

ადგილობრივი

(სააბონენტო)

დაშვების

ქსელის

შესაბამისი

 

ელემენტებისა

და

საშუალებების

ფუნქციური

რესურსებითა

და

სიმძლავრეებით

უზრუნველყოფა

 

                         

A.F.3

და საშუალებებით

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი

მაგისტრალური

სახაზო

საშუალებების

ფუნქციური

რესურსებითა

და

სიმძლავრეებით

უზრუნველყოფა

 

                 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ძირითადი

საკომუნიკაციო

ქსელების

ურთიერთჩართვის

გარდამქმნელი

ტერმინალური

აღჭურვილობის

(IP

TV,

IP

 

ელეფონია)

ფუნქციური

რესურსებითა

და

სიმძლავრეებით

 

უზრუნველყოფა

 

                             

ფიქსირებული

საკომუნიკაციო

სისტემის

აბონენტების

სატელეფონო

ხმოვანი

კავშირით

მომსახურება

 

               

 

 

B.F.1

დგილობრივი

სატელეფონო

(ხმოვანი)

კავშირით

მომსახურება

საერთაშორისო

სატელეფონო

(ხმოვანი)

კავშირით

მომსახურება

საქალაქთაშორისო

სატელეფონო

(ხმოვანი)

კავშირით

მომსახურება

B.F.2     ინტერნეტ მომსახურება

Wi-fi

ოპტიკური

ქსელით

ინტერნეტ

მომსახურება

B.F.4      მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „სქაიტელის“ პარტნიორები არიან:

პარტნიორი/დირექტორი

კომპანიის წილი

ბესიკ მოსაშვილი

30%

ნინო თოთაძე

20%

დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტი“

40%

ედუარდ ჯანოაშვილი

10%

 

 

დირექტორი არმენ ობოსიანი

 

დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტი“ სომხეთში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები ჰაიკ ესაიანი და ალექსანდრ ესაიანი.

კომისიის უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „სქაიტელი“ ფლობს 100% წილს ავტორიზებულ პირ შპს „სქაი ნეთვორქსში“, რომელსაც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია გავლილი აქვს 2026 წლის მარტიდან ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1  ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

აღსანიშნავია, რომ შპს „სქაი ნეთვორქსს“ ჯერ არ დაუწყია ოპერირება.

შპს „სქაიტელის“ პარტნიორები და მისი წარმომადგენელი - დირექტორი არმენ ობოსიანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

ინდ. მეწარმე ზაზა კვეტენაძე 2021 წლის 1 აპრილიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

WiFi

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად  ინდ. მეწარმე ზაზა კვეტენაძე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებში წილებს არ ფლობს.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სქაიტელი“ ოპერირებს მთლიანი საქართველოს გეოგრაფიულ ზონაში. რაც შეეხება   ინდ. მეწარმე ზაზა კვეტენაძეს   იგი ოპერირებს ქ. მარტვილში. შპს “სქაიტელი” და ინდ. მეწარმე ზაზა კვეტენაძე ახორციელებენ ავტორიზებად საქმიანობას საცალო მომსახურების სეგმენტზე და შესაბამის გეოგრაფიულ ზონაში შემოსავლების, აბონენტების და მათი წილების ოდენობა   შემდეგია:

 

 

 

 

 

საცალო მომსახურების კატეგორია

2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე)

 

 

 

ბაზრის წილი

%

 

 

აბონენტების რაოდენობა 2026 წლის ივლისის მდგომარეობით

 

 

 

ბაზრის წილი %

ინდ. მეწარმე ზაზა კვეტენაძე

 

 

 

 

ფიქსირებული  ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება- ქ. მარტვილი

 

 

 

 

59 400

 

 

 

 

7%

 

 

 

 

130

 

 

 

 

5%

სქაიტელი

 

 

 

 

 

მაუწყებლობის ტრანზიტი - სააბონენტო გადასახადი

 

 

 

586 402

 

 

 

0.2%

 

 

 

4018

 

 

 

0.5%

ფიქსირებული  ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - საქართველო

 

 

 

46 022 472

 

 

 

 

6%

 

 

 

 

79 307

 

 

 

 

7%

 

აღსანიშნავია, რომ  შპს ,,სქაიტელიც“ ოპერირებს მათ შორის ქ. მარტვილში და მისი აბონენტების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში შეადგენს 0,5%-ს. ამასთან, ქ. მარტვილში შპს „სქაიტელისა“ და ინდ. მეწარმე ზაზა კვეტენაძეს გარდა ოპერირებს კიდევ 6 ოპერატორი, კერძოდ:

ახალი ქსელები ვიჯიეს ლაინი ვი-ჯი-ეს ნეთვორქ მაგთიკომი ორდუნეტ სილქნეტი შპს „სქაიტელი“, ასევე, ახორციელებს საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებას, სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება/იჯარის მომსახურებას და ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ-ბოჭკოვანი   არხების იჯარის მომსახურებას, აღნიშნული საბითუმო საქმიანობებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა:

 

საბითუმო მომსახურების კატეგორია

შემოსავალი დღგ გარეშე (2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით

 

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - გაფართოებული ურთიერთჩართვა

 

52,250.00

 

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - ლოკალური და გლობალური ინტერნეტი

 

1,548,014.89

 

 

სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება/იჯარა -

სატელეკომუნიკაციო ტექნიკის იჯარა

 

 

180,989.96

 

 

სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება - სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება

 

 

1,369,139.37

ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა - ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხების იჯარა

 

 

62,630.53

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინდ. მეწარმე ზაზა კვეტენაძეს საოპერაციო აქტივების  შპს „სქაიტელის” მიერ  შეძენა  ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ტრანზაქციაზე  თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  მიეცეს თანხმობა შპს „სქაიტელს“ (ს/კ 400013748) ინდ. მეწარმე ზაზა კვეტენაძის საოპერაციო აქტივების შეძენაზე;

2.  ტრანზაქციის   განხორციელების  შემთხვევაში კომპანიებმა  უნდა უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და    მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3  დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

3.    განემარტოს  შპს  „სქაიტელს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  ზემოთ  აღნიშნული საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში, შპს „სქაიტელი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;

4.  ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.  აღნიშნულ  ვადაში  ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომპანიები ვალდებული არიან ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

5. დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიებისათვის გაგზავნა;

6.   გადაწყვეტილება  ძალაში   შედის  ამ გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის კომპანიებისათვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის   საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის   ხელშეწყობისა  და  სატელეკომუნიკაციო  ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები