წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 432

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2026 12:38

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2026 12:38

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 24 სექტემბრის №43 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 24 სექტემბრის №43 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3.    დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე. 

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №43 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 24 სექტემბერი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2026  წლის  №43  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.    სსიპ   „გარემოს   ეროვნული   სააგენტოსთვის“   არაავტორიზებადი      საქმიანობისთვის   დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. რადიომოყვარულ იანგ ჰაოჯინგისთვის რადიოელექტრონული  საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე  - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.  შპს  ,,იპნეტის“  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის  განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

7.    შპს „მეტა 37“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

8.    შპს  ,,ოკრიბა  ტვ  +“-ის  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

9.   შპს  ,,ჯორჯიან  სქაი  ტელეკომის“ მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

10. შპს  „ონეტის“  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის  განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

11. შპს „ოპტიმაიზის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

12. შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები