წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №44 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 438

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2026 11:14

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №44 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის პირველი ოქტომბრის №44 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის პირველი ოქტომბრის №44 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3.    დაევალოს  კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №44 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 01 ოქტომბერი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2026  წლის  №44  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    ევროკავშირის   სადამკვირვებლო   მისიისთვის   არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის   დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.    შპს „ა.თ. დეველოპმენტისთვის“ არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    შპს  „მეღვინეობა  ხარებასთვის“  არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    შპს    „ჯინო    პარკისთვის“    არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის    დამხმარე    ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.    საზღვაო   ხომალდისთვის   სახმობისა   და   ამოცნობის   ნიშნის   მინიჭების   შესახებ   (მომხს.   მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.    სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.    შპს „ჯეონეთისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.    შპს  „სითი  ტელეკომისთვის“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  უფლების  მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10.  ინდ. მეწარმე „ლევან ყარმაზანაშვილის“ (ს/ნ 01001083275) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

11.  შპს „ფორმულას“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

12.  საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. გიორგი პაპავა - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

13. შპს „ეკლეკტიკის“ (404556814) დამფუძნებლის წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

14. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,მედიააკადემიის“ წესდების ცვლილების თაობაზე (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები