წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 478

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 29, 2026 16:34

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 21 ოქტომბრის №47 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 21 ოქტომბრის №47 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3.  დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (გ.ლუკავა) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №47 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 21 ოქტომბერი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2026  წლის  №47  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია ჯანელიძე - ადმინისტრაცია);

2.  შპს  „საქაერონავიგაციისთვის“  დამხმარე  ტექნოლოგიური  დანიშნულებით  გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.    შპს    „მეგა    პალასისთვის“    არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის    დამხმარე    ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    შპს    „ჯორჯიან    ტრანს    ექსპედიციისთვის“    არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის    დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.  შპს „ჯორჯიან  ჰოტელ მენეჯმენტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.  რადიომოყვარულ ლევან ადანაიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.    შპს „მობილაივისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.    შპს „ჯეონეთისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.    ააიპ „ასოციაცია ათინათის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/673 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10.  შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748) მიერ ინდ.მეწარმე ზაზა კვეტენაძის საოპერაციო აქტივების შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

11.  შპს „კავკასუს ონლაინის სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. სანდრო ცოტნიაშვილი - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები