არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,მედიააკადემიის“ წესდების ცვლილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 02, 2026 17:03
მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2026
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,მედიააკადემიის“ წესდების ცვლილების თაობაზე
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კომისიისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულების მიზნით, კერძოდ, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის კვლევების ჩატარების, საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისა და სხვა ჯგუფებისათვის, სპეციალური სასწავლო კურსების ჩატარების/პროგრამების განხორციელების მიზნით, კომისიამ 2018 წლის 2 აგვისტოს N455/22 გადაწყვეტილებით, დააფუძნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მედიააკადემია“ და მიიღო ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ წესდება.
ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ წესდებაში ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ აღმასრულებელ დირექტორთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები.
ასევე იცვლება ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ იურიდიული მისამართი და ნაცვლად მისამართისა: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18, ორგანიზაციის იურიდიული მისამართი იქნება: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. N1. აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში აქვს გადაცემული ა(ა)იპ „მედიააკადემიას“. ასევე იცვლება ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ წესდებაში განხორციელდება სხვა დამაზუსტებელი, ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებები და წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს კონსოლიდირებული ფორმით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტისა და 141 მუხლის შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე - 29-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე და 56-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მედიააკადემიის“ (ს/კ 406254039) წესდებაში შევიდეს ცვლილება და კონსოლიდირებული წესდება ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი);
2. დაევალოს ა(ა)იპ „მედიააკადემიას“, წესდების კონსოლიდირებული რედაქციის რეგისტრაციაში გატარების მიზნით, დოკუმენტაციის სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარდგენა (ბ. გასვიანი)
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას.
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ივანე მახარაძე წევრი
ანი ვაზაგაშვილი წევრი
