წვდომის მენიუ

ააიპ „ასოციაცია ათინათის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/673 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-26-23 / 470

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2026 16:27

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2026

ააიპ „ასოციაცია ათინათის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/673 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

განმცხადებელი: ააიპ „ასოციაცია ათინათი“ (ს/ნ 220014464);

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 21 ოქტომბერი;

I. აღწერილობითი ნაწილი

1.   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული    კომისია   (შემდგომში    ,,კომისია”)   აღნიშნავს, რომ კომისიას წერილობით მიმართა ააიპ „ასოციაცია ათინათმა“ (ს/ნ 220014464) (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/7868, 01.10.2026) კერძო რადიომაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, ააიპ „ასოციაცია ათინათი“ ითხოვს ლიცენზიის ქვესახეობის ცვლილებას და საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (მუსიკალური/გასართობი/შემეცნებითი) მაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც წერილშია აღნიშნული რეგიონულ რადიოს, არ აქვს შესაძლებლობა მხოლოდ რეკლამების გაყიდვებით დაფაროს რადიოს მიმდინარე ხარჯები. შესაბამისად ქვესახეობის ცვლილება საჭიროა მაუწყებლობის შესანარჩუნებლად. რადიო იძულებულია მოიზიდოს თანხები გრანტის, შემოწირულობის ან სპონსორობის სახით, რაც რადიოს დღევანდელი ქვესახეობის გამო წინააღმდეგობაში მოვა კანონმდებლობასთან.

2. კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ასოციაცია ათინათი“ კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/673 გადაწყვეტილებით ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B48 ლიცენზიას 2026 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა)   ლიცენზიის  სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ)  ლიცენზიის  სახეობა:  კერძო მაუწყებლობა;

გ)  კერძო  მაუწყებლობის  ქვესახეობა:  საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული. ვ)  მაუწყებლობის  ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის განთავსების

ადგილი

 

სიხშირე

(მჰც)

 

მოდუ-

ლაცია

 

პოლარ იზაცია V

/ H

 

 

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის

ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი

(დბ)

 

 

ურთას მთა

 

 

105.9

 

 

FM

 

 

V

 

 

წრიული

 

 

2000

 

 

41°49'06"E

 

 

40

 

 

4-6

 

 

ქ. ზუგდიდი

 

 

105.9

 

 

FM

 

 

V

 

 

წრიული

 

 

100

 

 

41°52'10"E

 

 

15

 

 

8

ზემოაღნიშნული  გადამცემი  სადგურის  განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ  500მ რადიუსის  ფარგლებში, ზღვის   დონიდან  გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამასთან ლიცენზიის მოდიფიცირება არ გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. აღსანიშნავია, ასევე ის გარემოებაც, რომ ააიპ „ასოციაცია ათინათის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B48 ლიცენზია არ არის გაცემული კონკურსის საფუძველზე, რომლის პირობას წარმოადგენდა საერთო რადიომაუწყებლობა.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე    ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის  382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    დაიწყოს    საჯარო    ადმინისტრაციული    წარმოება    ააიპ    „ასოციაცია    ათინათის“    კერძო რადიომაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/673 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2.   ზეპირი   მოსმენის   სხდომა   გაიმართოს   2026   წლის   19   ნოემბერს   15:00   სთ-ზე,   ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (გ.ლუკავა):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „ასოციაცია ათინათისთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები