წვდომის მენიუ

„საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-26-23 / 498

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2026 16:13

მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2026

„საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ (შემდგომში „კომისია“)   2017 წლის 16 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №345/22 „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“.   არსებული რეგულაციის თანახმად განსაზღვრულია ფროდის აღკვეთისა და ზარების მონიტორინგის მიზნით შემუშავებული მექანიზმები და რეკომენდაციები.

აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა იწურება 2026 წლის 31 დეკემბერს. შესაბამისად, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ვადის გაგრძელების განხილვის მიზნით, დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად, 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  დაიწყოს  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოება  „საქართველოში  საერთაშორისო  ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით;

2.    საკითხის   ზეპირი   მოსმენა   გაიმართოს   2026   წლის   17   დეკემბერს   15:00   საათზე,   ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3.    დაევალოს   კომისიის   აპარატის   კონკურენციის   ხელშეწყობისა   და   ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა) შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;

4.    საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს სამი თვე.

5.    დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (გ.  ლუკავა)  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოების დაწყების შესახებ ცნობის, წინამდებარე გადაწყვეტილებისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ  მომზადებული „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22  გადაწყვეტილებაში   ცვლილების   შეტანის   შესახებ   კომისიის   გადაწყვეტილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6.    გადაწყვეტილება   ძალაში   შევიდეს   მისი   სარეზოლუციო   ნაწილის   კომისიის   სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ივანე მახარაძე წევრი

ანი ვაზაგაშვილი წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები