შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2026 12:55
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2026
შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომი“ (ს/ნ: 405850280)
სამართალდარღვევა: ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-2003, 03.09.2026)
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 24 სექტემბერი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათის (N26-10-2003, 03.09.2026) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაძლო დარღვევის გამო.
2. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები. ამავე დროს, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო - საბიუჯეტო ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 2026 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2026 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 (შემოსავლები).
3. შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომის“ მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 24 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-26-03/4729, 16.09.2026). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
4. კომისიის 2026 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომის“ წარმომადგენელი და არც შუამდგომლობა წარმოუდგენია სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე. ვინაიდან, კომპანიას შეტყობინება გაეგზავნა როგორც დაზღვეული საფოსტო, ისე ელექტრონული საფოსტო გზავნილით კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ მისამართებზე და კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც, ამასთან შეტყობინება საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე და კომპანიას ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობა მობილური ტელეფონით, კომისიის მიერ შესრულდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი კომპანიის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
6. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
8. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
9. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი (N 26-10-2003, 3.09.2026) და სამსახურებრივი ბარათები (N 26-10-2091, 14.09.2026; N26-10-2202, 23.09.26) თანდართული მასალით.
10. კომისიის შეტყობინება (Nგ-26-03/4729, 16.09.2026) სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
11. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომის“ შესახებ მონაცემები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
12. შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.
მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომის“ შესახებ მონაცემი.
13. შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომს“ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შეუვსია და კომისიაში არ წარმოუდგენია 2026 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 (შემოსავლები), რომელიც ივსება ყოველთვიურად, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღისა. აღნიშნული ფორმა 1.1 კომპანიას კომისიაში არც ამ გადაწყვეტილების მიღების დღისთვის არ წარმოუდგენია.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი (N 26-10-2003, 03.09.2026) და სამსახურებრივი ბარათები (N 26-10-2091, 14.09.2026; N26-10-2202, 23.09.26) თანდართული მასალით.
14. შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
3. სამართლებრივი შეფასება
15. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეავსოს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 (შემოსავლები) და ელექტრონულად კომისიაში წარმოადგინოს ყოველთვიურად, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღისა.
16. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომს“ არ შეუვსია და კომისიაში არ წარმოუდგენია 2026 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის ფორმა 1.1 (შემოსავლები).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ჯორჯიან სქაი ტელეომის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება და კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის Nგ-25-18/561 გადაწყვეტილება.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
18. შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევისათვის კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
19. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს 2026 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1-ის (შემოსავლების თაობაზე) კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომს“ (ს/კ 405850280) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.
2. შპს ,,ჯორჯიან სქაი ტელეკომს“ დაევალოს 2026 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1-ის (შემოსავლების თაობაზე) შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს შპს „ჯორჯიან სქაი ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
