წვდომის მენიუ

იანვარი 13, 2017 12:34

კომისიამ შპს „ახტელი“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ახტელი“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ გარკვეული სამაუწყებლო არხების შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე გადაცემის გამო 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ახტელი“, შპს „TECHNOMAX LLP”-თან ერთად მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს და შემდეგ სამაუწყებლო არხებს გადასცემს არამართლზომიერად: „ოდიში“, „VINILY TV”, „ცისატრყელა“, „TV 8“, “TV  25”, „პალიტრა ტვ“, „დარდიმანდი“, „ქართული არხი“, „Music box“, „სტერეო +“, „არტარეა“, „მარნეული ტვ“, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, „Комикс“, „Киносвидание“, „Киносемья“, „Родное кино“, „Наще новое кино“, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, „Мужское Кино“,”AMC russia”, “AMEDIA 1”, “AMEDIA 2”, “AMEDIA premium”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX” (Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’,  “Россия К”, “Звезда”, “Союз”,“Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”,“Ocean tv”,“НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”,„Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “NIEK jn”, “MTV Russia”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, ”Музыка первого”, Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “кинокомедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”,“ „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ 2”, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”,“France 24 francais”,“Inter Az”, “Az tv”.

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ კი, მომხმარებელს შემდეგ სამაუწყებლო არხებს სთავაზობს უკანონოდ: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „აჭარა“, „მარაო“, „კომედი არხი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აფხაზეთის ხმა“, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, Матч! Футбол1 HD”, Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, “Setanta sport”, “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, “Discovery”, “Animal Planet”, “History”, “Explorer”, “TLC”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия” (Индийское кино), “World Fashion”, “Шансон ТВ”, “Кухня ТВ”.

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ უცხოურ სამაუწყებლო არხებზე შპს „TECHNOMAX LLP“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი პანამის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებები საავტორო და მომიჯნავე უფლებების თაობაზე საქართველოს ტერიტორიაზე  მოქმედი არ აღმოჩნდა.

კომისიის სხდომაზე აღნიშნული კომპანიების  წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ  შპს „ახტელი“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ შპს „TECHNOMAX LLP“-ს მხოლოდ ქსელთან დაშვების მომსახურებას უწევენ, მაუწყებლობის ტყრანზიტის მომსახურებას კი შპს „TECHNOMAX LLP“ ეწევა.

თავად  შპს „TECHNOMAX LLP”-ს, კომისიამ ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გაწევის გამო 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა უკვე მეორედ დააკისრა. კომპანიას დენადი ხასიათის დარღვევის გამო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზაცია  2016 წლის 31 მაისს შეუჩერდა, რაც სასამართლო განხილვის საგანი გახდა და საბოლოოდ, კომისიის გადაწყვეტილება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ძალაში დარჩა (იხილეთ, კომისიის 2017 წლის 5 იანვრის გადაწყეტილება).

დღეის მდგომარეობით, შპს „TECHNOMAX LLP” არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე ავტორიზებულ პირს, შესაბამისად მას უფლებამოსილება არ გააჩნია გასწიოს ამგვარი მომსახურება. ამავე დროს, შპს „ახტელს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, როგორც ავტორიზებულ პირებს არ აქვთ უფლება საკუთარ ქსელთან დაუშვან ავტორიზებადი საქმიანობის განსახორციელებლად   არაავტორიზებული პირი  შპს „TECHNOMAX LLP”.

კომისიის გადაწყვეტილებით, ზემოხსენებული კომპანიების მიერ დენადი სახის დარღვევის გამო და, ასევე, საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე საქმის მასალები, როგორც შპს „TECHNOMAX LLP”-ს შემთხვევაში, შემდგომი რეაგირებისთვის  შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს გადაეცემა.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები