წვდომის მენიუ

ნოემბერი 04, 2016 17:03

კომისიამ შპს „მაგთიკომის“ და შპს „დელტა კომმის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გამართა

დღეს, 4 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ 100% წილის შეძენის განზრახვაზე წინასწარი თანხმობის მიცემის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიამ შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ 100% წილის შეძენის შემთხვევაში  ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა და კვლევა-ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა. შპს „დელტა კომი“ ადგილობრივი დაშვების ფიქსირებული და მაგისტარლური ქსელების მფლობელი ინტერნეტპროვაიდერია. კომპანიას ინფრასტრუქტურა შემდეგ გეოგრაფიულ ერთეულებში გააჩნია: თბილისი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი. 

კომისია მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ გადაწყვეტილებას 2016 წლის 15 ნოემბერს 15:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გამოაცხადებს.

კომისიია აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევა ხელმისაწვდომია თანდართულ დოკუმენტში.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები