წვდომის მენიუ

სექტემბერი 22, 2016 12:33

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის სტატია ამერიკულ ჟურნალ „IEEE Transactions on Communications“-ში გამოქვეყნდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის სამეცნიერო-კვლევით პუბლიკაცია ამერიკულ ჟურნალ „IEEE Transactions on Communications“-ში გამოქვეყნდა.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის მორიგ სტატიაში (თან ერთვის) წარმოდგენილია ხელშეშლამდგრადი განზოგადებული კასკადური კოდების დეკოდირების ახალი ალგორითმი, რომელიც ეფექტურად შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სატელეკომუნიკაციო არხებით გადაცემული მონაცემების, ასევე ე.წ. ფლეშ-მეხსიერებაში შენახული ინფორმაციის კოდირების პროცესში. აღნიშნული ჟურნალი ითვლება ტელეკომუნიკაციის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების ჟურნალად, იმპაქტ-ფაქტორით 2.298. სამუშაო შესრულებულია გერმანელ მეცნიერებთან ერთად გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) მხარდაჭერითა და დაფინანსებით.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები