წვდომის მენიუ

ივნისი 27, 2017 14:54

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებულია ყოველწლიურად საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.

2017 წლის 27 ივნისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას დიპლომატიური კორპუსის, მედიის, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის 2016 წლის ანგარიში

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები