წვდომის მენიუ

ივლისი 22, 2016 17:20

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „დისქავერი ჯორჯიას“ მაუწყებლად ავტორიზაცია განახორციელა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე შპს „დისქავერი ჯორჯიამ“ მიმართა. განცხადების შესაბამისად, შპს „დისქავერი ჯორჯიამ“ ავტორიზაცია კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის სფეროში მოითხოვა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გაატარა, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად დღე-ღამის განმავლობაში 12 საათი განისაზღვრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები