წვდომის მენიუ

დეკემბერი 12, 2024 10:24

ცნობა არაფორმალური კონსულტაციებისთვის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტის გამოქვეყნების შესახებ

ბოლო წლებში სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრაქტიკაში გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, კომისია მუშაობს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტზე. ხოლო, პროექტის საბოლოო სახით ფორმირების შემდეგ, იგეგმება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტზე, რათა ნუმერაციის რესურსის სარგებლობასთან დაკავშირებული ნორმები, რომელიც, დღეის მდგომარეობით, არის კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში, აისახოს მხოლოდ იმ სპეციალურ დადგენილებაში.

ოფიციალური საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, მნიშვნელოვანია დაინტერესებული პირების მოსაზრებების მოსმენა. ამდენად, არაფორმალური კონსულტაციებისთვის ქვეყნდება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტის პირველადი ვერსია და პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვრება არაუგვიანეს 30 დეკემბერი, 18:00 საათისა.

ომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.

ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

კომისიიდან საკონტაქტო პირი - მედეა აკოლაშვილი, იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი; ელექტრონული  ფოსტა: makolashvili@comcom.ge.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები