ვებ-გვერდების სია, რომლებზეც წვდომა არალეგალური პროდუქციის გავრცელების გამო შეზღუდულია
ინტერნეტ სივრცის არალეგალური და პირატული მასალებისგან გათავისუფლების მიზნით, კომუნიკაციების კომისია ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს.
გამომდინარე იქედან, რომ საავტორო უფლებების დარღვევით, ინტერნეტ სივრცეში აუდიო-ვიზუალური მასალის განთავსება სერიოზულ ფინანსურ ზარალს აყენებს კომპანიებს, რომლებსაც იგივე აუდიო-ვიზუალური მასალა კანონის შესაბამისად აქვთ შეძენილი და ამასთან, მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას, ComCom-მა ყველა ისეთ კომპანიას, რომელიც არალეგალურ პროდუქციას ავრცელებდა, თითქმის ორ წლიანი ვადა მისცა მათი გვერდების არალეგალური მასალისგან გათავისუფლებისთვის. მიუხედავად აქტიური სამუშაო პროცესისა, ბევრმა მათგანმა მიცემული ვადა არ გამოიყენა და კვლავ განაგრძო არალეგალური აუდიო-ვიზუალური პროდუქციის გავრცელება.
მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, ComCom-ის მიერ ჩატარებული აქტიური მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ მომხმარებელთა რეგლამენტის დარღვევით კვლავ ათობით კომპანია ავრცელებდა არალეგალურ პროდუქციას, რის შემდეგაც კომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ინტერნეტპროვაიდერებს იმ პლატფორმების სია მიაწოდა, რომლებიც არღვევდნენ მომხმარებელთა რეგლამენტს და მათ აღნიშნულ ვებ-გვერდებთან მიმართებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაავალა.
ზემოაღნიშნულის გარდა, რეგლამენტის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია სხვა ტიპის არალეგალური მასალის გამავრცელებელი ვებ-გვერდების მიმართაც (მაგალითად, ისეთის, რომელიც ხელს უწყობს პროსტიტუციას, ავრცელებს პორნოგრაფიულ მასალას, არის თაღლითური სქემის ნაწილი და ა.შ.) შესაბამის ქმედებებს ახორციელებს.
იხლეთ იმ ვებ-გვერდების ჩამონათვალი, რომლებზეც წვდომა არალეგალური აუდიო-ვიზუალური მასალის გავრცელების გამო შეზღუდულია.