საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით
ცნობა № 25-16
საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და VII და IX თავების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 - მე-7 მუხლების, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 04 სექტემბრის Nგ-25-23/445 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2025 წლის 21ოქტომბერს 15:00 საათზე.
საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვრა არაუმეტეს 2025 წლის 13 ოქტომბერი. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.
ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
კომისიიდან საკონტაქტო პირი - მაია ქადეიშვილი. ელექტრონული ფოსტა: mkadeishvili@comcom.ge
- დანართი_3_-_დაფარვის_ვალდებულებებში_მითითებული_დასახლებული_პუნქტები_სია.xlsx
- დანართი_2_-_მომსახურების_ხარისხის_კონტროლის_მეთოდოლოგია.pdf
- დანართი_1_-_ტექნიკური_პირობები.pdf
- დანართი_4_-_მომსახურებით_დასაფარი_ტერიტორიის_გეოგრაფიული_(SHP)_ფაილებიSHP.zip
- 2100_2600_აუქციონების_გამოცხადების_გადაწყვეტილების_პროექტი.docx
- გადაწყვეტილება_გ-25-23-445,_04.09_.25_.pdf