ოპერატორების მიერ მოსამზადებელი ფაილების ჩამონათვალი
ოპერატორმა უნდა მოამზადოს შემდეგი ფაილები:
- გამავალი ზარები თითოეული ოპერატორის მიმართულებით (თითო ფაილი ყოველ ოპერატორზე);
- შემომავალი ზარები თითოეული ოპერატორის მხრიდან (თითო ფაილი ყოველ ოპერატორზე);
- შიდა ზარები (ზარები, რომელებიც წამოწყებულია და დასრულებულია თქვენს სისტემაში- ერთი ფაილი )
თითოეულ ფაილში უნდა მოთავსდეს ინფორმაცია ერთი კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ზარების შესახებ.
ფაილის სახელი უნდა იწარმოებოდეს შემდეგი წესით:
< Source >_< Target >_< Dir >_< YYMM >.csv
სადაც
< Source >: ინფორმაციის წარმომდგენი ოპერატორის კოდი (კომპანიების კოდები თან ერთვის ამ დოკუმენტს), ინგლისური პატარა ასოებით.
მაგ.: elec - ელექტროკავშირი, magti - მაგთი;
< Target >: ოპერატორი, რომლის მიმართულებითაც განხორციელდა ზარი (იგივე ფორმატით რაც ). თუ ფაილი შეიცავს ინფორმაციას შიდა ზარების შესახებ
< Source > და < Target > ერთიდაიგივე უნდა იყოს;
< Dir >: inc ან out ან int
inc – შემომავალი ზარებისათვის;
out - გამავალი ზარებისათვის;
int - შიდა ზარებისათვის;
< YYMM >: წელი და თვე:
YY - წელი;
MM-თვე;
მაგ.: 0405;
ფაილის სახელის მაგალითები:
magti_geocell_inc_0405. csv
განმარტება: 2004 წლის მაისის ინფორმაცია (0405), მომზადებულია მაგთიკომის მიერ (magti) შემომავალი (inc) ზარები ჯეოსელიდან (geocell);
elec_axali_out_0406. csv
განმარტება: 2004 წლის ივნისის ინფორმაცია (0406),
მომზადებულია ელექტროკავშირის მიერ (elec). გამავალი (out) ზარები ახალ ქსელებზე (axali).
მომზადებული ფაილები აიტვირთოს online.comcom.ge პორტალზე საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე მიეწოდოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
მოსამზადებელი ფაილების სტრუქტურა
მოსამზადებელი ფაილი უნდა იყოს ASCII ფორმატში. თითოეული ჩანაწერი უნდა ასახავდეს ერთ ზარს და განთავსდეს ერთ სტრიქონად (დაბოლოვდეს CRLF(#13#10) სიმბოლოებით ჩანაწერი უნდა შედგებოდეს შემდეგი ველებისაგან:
No |
ველი |
განმარტება |
ველის შევსება |
1 |
PhoneA |
A ტელეფონის ნომერი |
სავალდებულო |
2 |
PhoneBCode |
B ტელეფონის ნომრის დაშვების კოდი |
|
3 |
PhoneB |
B ტელეფონის ნომერი |
სავალდებულო |
4 |
ADate |
ზარის წამოწყების თარიღი |
სავალდებულო |
5 |
StartTime |
ზარის წამოწყების დრო |
სავალდებულო |
6 |
Duration |
ზარის ხანგრძლიობა წამებში |
სავალდებულო |
7 |
Channel |
არხის ნომერი |
|
8 |
ChannelGroup |
არხჯგუფის ნომერი |
|
9 |
SPC_type |
სასიგნალო პოინტ კოდის ტიპი |
|
10 |
SPC_Code |
სასიგნალო პოინტ კოდის |
|
თითოეული ველის ფორმატი უნდა იყოს:
No |
ველი |
ველის ფორმატი |
მაგალითები |
1 |
PhoneA |
მაქსიმუმ 24 სიმბოლო ( 0-9 ) |
|
2 |
PhoneBCode |
მაქსიმუმ 8 სიმბოლო ( 0-9 ) |
810,811, 814,815 ,…, |
3 |
PhoneB |
მაქსიმუმ 32 სიმბოლო ( 0-9 ) |
515227 , 772568 , 22894 |
4 |
ADate |
8 სიმბოლო 2 სიმბოლო რიცხვი (00-31) |
20 040503 , 20 041017 |
5 |
StartTime |
8 სიმბოლო სიმბოლო ’:’ (ორწერტილი) 2 სიმბოლო წუთი (00-60) სიმბოლო ’:’ (ორწერტილი) 2 სიმბოლო წამი ( 0 0-60) |
17:15:26 , 03:15:01 |
6 |
Duration |
მთელი რიცხვი შუალედში: 1-2 32 |
150 , 3600 , 45 |
7 |
Channel |
მაქსიმუმ 8 სიმბოლო |
|
8 |
ChannelGroup |
მაქსიმუმ 8 სიმბოლო |
|
9 | SPC_ Type | ISPC ან NSPC |
|
10 | SPC_Code | მაქსიმუმ 32 სიმბოლო |
ველები ჩანაწერში ერთმანეთისაგან უნდა გამოიყოს მძიმით:. თუ ველი არ შეიცავს ინფორმაციას ამ ველის გამომყოფი მძიმე მაინც უნდა ჩაიწეროს. ბოლო ველის შემდეგ მძიმე არ ჩაიწერება.
ჩანაწერი დასაშვებია შეიცავდეს 7 ან 10 ველს.
7 ველიანი ჩანაწერის მაგალითი:
325697,899,578914,20040503,17:05:26,190,121
10 ველიანი ჩანაწერის მაგალითი:
325697,899,578914,20040503,17:05:26,190,121,306,ISPC,505