სექტემბერი 27, 2018 9:30

ზოგადი ნებართვით განსაზღვრულ რადიოსიხშირულ სპექტრში გამოყენებული მოწყობილობების მიმართ მოთხოვნები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, EBRD-ის მიერ დაფინასებული „საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის განვითარების პროექტის“ ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, უნდა შეიტანოს დანართები „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“, სადაც წარმოდგენილი იქნება ზოგადი ნებართვით განსაზღვრულ რადიოსიხშირულ სპექტრში გამოყენებული მოწყობილობების მიმართ მოთხოვნები. შესაბამისად კომისია საკონსულტაციოდ აქვეყნებს სამი დანართის პროექტს:

  1. ზოგადი ნებართვით გამოსაყენებლად განსაზღვრულ რადიოსიხშირულ სპექტრში მოკლე დისტანციაზე მოქმედი მოწყობილობებისადმი ინტერფეისის მოთხოვნები;
  2. ზოგადი ნებართვით გამოსაყენებლად განსაზღვრულ რადიოსიხშირულ სპექტრში თანამგზავრული კავშირის მოწყობილობებისადმი ტექნიკური მოთხოვნები;
  3. ზოგადი ნებართვით გამოსაყენებლად განსაზღვრულ რადიოსიხშირულ სპექტრში სამოქალაქო დიაპაზონის მოწყობილობებისადმი ინტერფეისის მოთხოვნები.

დაინტერესებული პირების შენიშვნებისა და კომენტარების მიღება იწარმოებს დოკუმენტების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ელექტრონულ მისამართზე:  post@gncc.ge

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები