შპს ”ქართულმა სატელეფონო კომპანია GTC”-მ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის სახელზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გასცა. ნებართვა გაიცა 1000 (ათასი) სააბონენტო ნომერზე (706 030 XXX). გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.
შპს ”ჯეონეთმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის შპს ”ჯეონეთის” სახელზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გასცა. ნებართვა გაიცა 1000 (ათასი) სააბონენტო ნომერზე (706 777 XXX). გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ტელეკომპანია “დიას“ განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2012 წლის 1 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება. საბუთების მიღება კი 2012 წლის 16 აპრილის, 17:00 საათამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.
ბაზრის შესწავლასადა ეკონომიკური კვლევაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ბაზრის შესწავლასა და ეკონომიკური კვლევაზე
USAID და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს
დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართა და დოკუმენტს ხელი კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა და USAID–ის საქართველოს მისიის დირექტორმა, სტივენ ჰაიკინმა მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერით მხარეები თანხმდებიან, რომ სამართლიანი და კონკურენტული მარეგულირებელი გარემოს შესაქმნელად საჭიროა ...
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N854/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) სტუდია (ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. №47) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, სიხშირე - 14399 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური; ბ) მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - ...
სსიპ ”აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სსიპ ”აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს” (რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის მიერ, ს.კ. № 245632383) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/55-12, 20.01.12) ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია სამძებრო და სამაშველო ...
შპს ”რუსთავის წყლისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”რუსთავის წყალმა” (რეგისტრირებული ქ. რუსთავის სასამართლოს მიერ, რეგ.№9/4-488; ს.კ. № 216323351) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/106-12, 14.02.12)ქ. რუსთავში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”რუსთავის წყლის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური ...
შპს ”ქე-ლე”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ქე-ლე”-მ (რეგისტრირებული ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 216451970) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/92-12, 03.02.12) ქ. რუსთავში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ტაქსებსა და დისპეტჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ქე-ლე”-ს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური ...
შპს ”ტაქსი-5”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ტაქსი-5”-მა (რეგისტრირებული საჯარო რეესტრის მიერ, ს.კ. № 401964326) კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/129-12, 28.02.12 და №7/174-12, 09.03.12) ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ტაქსებსა და დისპეტჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ტაქსი-5”-ს მიერ ...
