შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) 2021 წლის 21 სექტემბერს შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი N01-02/11525 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4238). შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალურმა მმართველმა, თამარ ბოკუჩავამ, კომისიაში 2021 წლის 26 ივლისის წერილით ...
„გამარჯობა რუბის“ წიგნებით დამატებით 11 სკოლის მოსწავლე ისწავლის
ფინური წიგნით „გამარჯობა რუბი“ პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს დამატებით 11 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლე ისწავლის. კომუნიკაციების კომისიამ ფინური წიგნები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“, რომლებიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, დამატებით 11 საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცა. კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით ...
შეტყობინება შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს
2021 წლის 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს საკითხს შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ის განცხადება წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.
კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებს
საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, კომუნიკაციების კომისია აგრძელებს აქტიურ მუშაობას. ხორვატიაში გამართულ ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ოთხი ქსელის სამიტის ფარგლებში, წარმატებით დასრულდა კომუნიკაციების კომისიასა და ავსტრიის მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების ორგანოს შორის მოლაპარაკებები და ხელი მოეწერა ორ მარეგულირებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ექსპერტულ ...
