წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ოქტომბერი
21, 2026
11:55

ComCom-მა ტელეკომ ოპერატორებს კომპლექსური კვლევის პირველადი შედეგები გააცნო

ოქტომბერი 21, 2026 11:55

კომუნიკაციების კომისიამ და კომპლექსური კვლევის ექსპერტებმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც დაინტერესებულ მხარეებს ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში ერთ-ერთი ბაზრის კვლევის წინასწარი შედეგები გააცნეს.  შეხვედრაზე განხილული იყო კვლევის ძირითადი შედეგები, რომელთა მიხედვითაც, იურიდიული პირი აბონენტებისთვის შეთავაზებული მაღალი ხარისხის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების საცალო ბაზარი ეფექტიანად კონკურენტული არ არის. აღნიშნული...

ოქტომბერი
20, 2026
13:48

ComCom მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს უკვე მეექვსედ უერთდება

ოქტომბერი 20, 2026 13:48

კომუნიკაციების კომისია UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს, რომელიც ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლოს აღინიშნება, უკვე მეექვსედ უერთდება და საზოგადოებას მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. ComCom-ის ორგანიზებით საქართველოში კვირეული 26–30 ოქტომბერს სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებულ საგანმანათლებლო და ინტერაქციულ აქტივობებს გააერთიანებს. ღონისძიებების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია პარტნიორებთან ერთად თემატურ ვებინარებს ჩაატარებს, ტრადიციულად საქართველოს მასშტაბით...

ოქტომბერი
20, 2026
11:49

ComCom-ის წარმომადგენლები აზერბაიჯანელ კოლეგებს რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებისა და ერთობლივი...

ოქტომბერი 20, 2026 11:49

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოსა და რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამმართველოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქართული და აზერბაიჯანული მობილური ოპერატორების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  შეხვედრაზე მხარეებმა მაუწყებლობისა და მობილური მომსახურებების ერთობლივი მონიტორინგის შედეგები განიხილეს. მონიტორინგის შედეგად მაუწყებლობის მიმართულებით...

ოქტომბერი
20, 2026
9:39

ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ გორში დამატებით 7 სამიზნე სოფელში იწყებს

ოქტომბერი 20, 2026 9:39

კომუნიკაციების კომისია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს. კომისიის წარმომადგენლები სამიზნე სოფლებში, კერძოდ: ხურვალეთში, შავშვებში, კარალეთში, ვერხვებში, საქაშეთში, სკრისასა და ბერბუკში მცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრების ფარგლებში მათ პროგრამის მიზნები და ის შესაძლებლობები გააცნეს, რომლებსაც ციფრული უნარების განვითარება და ინტერნეტის უსაფრთხო და მიზნობრივი გამოყენება...

ოქტომბერი
19, 2026
15:52

ComCom-ის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა ციფრულ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო...

ოქტომბერი 19, 2026 15:52

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ციფრულ მედიაში ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვის საკითხებს ეხებოდა. თემატური სესიის ფარგლებში მონაწილეებმა ონლაინ გარემოში არასრულწლოვანთა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასაკობრივი შეზღუდვებისა და სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვის დანერგვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ...

ოქტომბერი
16, 2026
15:49

ComCom ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებულ პირებს კომპლექსური კვლევის პირველადი დოკუმენტის პრეზენტაციაზე...

ოქტომბერი 16, 2026 15:49

21 ოქტომბერს, 11:00-ზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კვლევის ექსპერტებთან ერთად, ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტრიზებულ პირებს სამუშაო შეხვედრაზე იწვევს. შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებს ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში მოკვლეული კიდევ ერთი ბაზრის პირველადი შედეგები წარედგინებათ.   შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის ფარგლებში, იურიდიული პირი აბონენტებისთვის არასტანდარტული პირობებით...

ოქტომბერი
16, 2026
11:28

ComCom-ის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ EPRA-ს 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ოქტომბერი 16, 2026 11:28

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე განიხილეს თანამედროვე მედიაგარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა - მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირება, მისი გავლენა საინფორმაციო გარემოზე და ამ გამოწვევაზე მარეგულირებელი ორგანოების რეაგირების გზები. თემატური სესიების ფარგლებში მონაწილეებმა მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცების, ციფრული პლატფორმების როლისა და არსებულ...

ოქტომბერი
12, 2026
10:20

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში ციფრულ უნარებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა

ოქტომბერი 12, 2026 10:20

კომუნიკაციების კომისია გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. პროგრამა მოსახლეობის ციფრული უნარების განვითარებასა და ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების ხელშეწყობას ემსახურება. პროგრამის ფარგლებში უკვე 50-ზე მეტი ტრენინგი ჩატარდა და 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა.  პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის 17 სამიზნე სოფელსა და დასახლებას მოიცავს. ესენია: აძვი, ახალშენი, ყელქცეული, ქორდი, ქვემო ახალსოფელი, ქვემო შავშვები,...

ოქტომბერი
09, 2026
20:35

ComCom: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

ოქტომბერი 09, 2026 20:35

კომუნიკაციების კომისია ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომუნიკაციების კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს. არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია იმ საკანონმდებლო მოთხოვნებზე, რომლებსაც მაუწყებლები უნდა...

ოქტომბერი
09, 2026
12:04

ComCom-ის თავმჯდომარე გოგა გულორდავა „ჰუავეის“ რეგიონულ თავმჯდომარეს, ჯანგ სიუგუის შეხვდა

ოქტომბერი 09, 2026 12:04

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა კომპანია „ჰუავეის“ (Huawei Technologies) ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარეს, ჯანგ სიუგუის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა მობილური ქსელების განვითარების პერსპექტივები, საქართველოში რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება და ახალი თაობის მობილური ტექნოლოგიების განვითარება იყო.  შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გლობალური უსადენო კავშირგაბმულობის ინდუსტრიის განვითარების ტენდენციები, 5G-Advanced ტექნოლოგიის შესაძლებლობები, 6G...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები