წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
მაისი
30, 2025
16:59

2024 წელს მობილური მომსახურებებიდან „მაგთიკომმა“ – 410 მლნ, „სილქნეტმა“ – 305 მლნ, „სელფი მობაილმა“ – 149 მლნ...

მაისი 30, 2025 16:59

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს მობილური ოპერატორებისთვის საცალო მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი 77 მილიონი ლარით გაიზარდა და 865 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 47% - „მაგთიკომზე“, 35% - „სილქნეტზე“, 17% - „სელფი მობაილზე“ და 0.2% - „ჰალოზე“ მოდიოდა. „მაგთიკომმა“ გასულ წელთან შედარებით, მობილური მომსახურებებიდან 25 მილიონი ლარით მეტი - ჯამში 410 მილიონი ლარი მიიღო....

მაისი
30, 2025
16:24

2024 წელს ფიქსირებულ ინტერნეტს 1.16 მილიონი აბონენტი ჰყავდა

მაისი 30, 2025 16:24

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 1.16 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 43.7 ათასი აბონენტით მეტია. აქედან ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 3.9%-ით, ხოლო იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა 4.2%-ით არის გაზრდილი. ანგარიშის მიხედვით, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, აბონენტების რაოდენობის წლიური ზრდის საშუალო ტემპმა, ფიზიკური აბონენტებისთვის -...

მაისი
30, 2025
15:41

2024 წელს მობილურ ინტერნეტს 4.60 მილიონი აბონენტი იყენებდა

მაისი 30, 2025 15:41

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით,  მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება, რაც ონლაინ სერვისებსა და ციფრულ პლატფორმებზე მზარდი მოთხოვნითაა გამოწვეული. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 2024-ში მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 280 000-ით გაიზარდა და 4.60 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა ისიც, რომ ამავე პერიოდში, მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა სიმკვრივის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით 8%-ით...

მაისი
30, 2025
14:28

ComCom-მა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

მაისი 30, 2025 14:28

კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გასული წლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები შეაჯამა. წლიურ ანგარიშში მიმოხილულია მობილური და ფიქსირებული ბაზრები,  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით მიღწეული შედეგები, ქვეყანაში არსებული მედიაგარემო, ასევე, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების ტენდენციები. ამასთან, ანგარიშში წარმოდგენილია ComCom-ის მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, მედიააკადემიის საქმიანობა და...

მაისი
30, 2025
10:31

ComCom-ის წევრმა 2025 წლის ლიდერთა სამიტში მიიღო მონაწილეობა

მაისი 30, 2025 10:31

კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, დუბაიში გამართულ „2025 წლის ლიდერთა სამიტს“ დაესწრო, რომლის ფარგლებშიც, „G20 ფორმატის დისკუსიაში“ მიიღო მონაწილეობა. დისკუსია ხელოვნური ინტელექტის და 5G ინტერნეტის გამოყენებით მონეტიზაციის შესაძლებლობების გაზრდას, ინკლუზიური სატელეკომუნიკაციო გარემოს შექმნას და ციფრულ სერვისებზე დაფუძნებული ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარების განხილვას მიეძღვნა. შეხვედრის ფარგლებში, ComCom-ის წევრმა საქართველოში ტელეკომუნიკაციების...

მაისი
28, 2025
11:03

ComCom-ის წარმომადგენელმა მარეგულირებლების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მაისი 28, 2025 11:03

ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი, მზია გოგილაშვილი, ჩრდილოეთ მაკედონიაში ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) 160 წლის იუბილესა და ჩრდილოეთ მაკედონიის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (AEC) 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფერენციას (IRC) დაესწრო, რომლის ფარგლებშიც, EaPeReg-ის (აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელი) სახელით,  ITU-სთან თანამშრომლობასა და სამმხრივი თანამშრომლობის რეგიონებში...

მაისი
24, 2025
11:20

ComCom-მა 5G აუქციონი მესამედ გამოაცხადა

მაისი 24, 2025 11:20

კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის - 5G-ის დასანერგად, აუქციონი მესამედ, კომპანია „სილქნეტის“ თხოვნით გამოაცხადა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ComCom-მა გაითვალისწინა ოპერატორის მომართვა და კომპანიებს მისცა შესაძლებლობა კვლავ მიიღონ მონაწილეობა აუქციონში. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა „სელფი მობაილმა“, ხოლო 2024 წელს გამოცხადებულ აუქციონში...

მაისი
23, 2025
15:11

ComCom-მა GSMA-ის ფორუმზე საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების ინიციატივა წარადგინა

მაისი 23, 2025 15:11

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს ტაშკენტში გამართულ მობილური კომუნიკაციების  ასოციაციის (GSMA) ღონისძიებაში სახელწოდებით „M360 ევრაზიის ფორუმი 2025“,  რომლის ფარგლებშიც ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის ტელეკომუნიკაციის აკადემიის (UKTA) მიერ ორგანიზებულ ვორკშოპს  ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის თემაზე. GSMA-ის ევრაზიის ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე, რომელიც...

მაისი
21, 2025
15:59

ComCom-ის წარმომადგენლებმა EPRA-ს რიგით 61-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

მაისი 21, 2025 15:59

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ და მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ქორიძემ, მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) რიგით 61-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც EPRA-ს ახალი ხელმძღვანელობის არჩევასა და მედიის რეგულირების სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე მსჯელობას ისახავდა მიზნად. საგულისხმოა ისიც, რომ ღონისძიება ორგანიზაციის 30 წლის იუბილეს აღნიშვნასაც ემსახურებოდა. შეხვედრაზე განხილული იყო მედიის რეგულირების...

მაისი
21, 2025
11:01

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის „იდეადრომი“ მეათედ ჩატარდა

მაისი 21, 2025 11:01

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ, წარმატებით ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთაც 5000 და 2500-2500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცათ. „იდეადრომი“ სტარტაპერების აღმოჩენას, მათ ხელშეწყობას და პროდუქტების განვითარებაში მხარდაჭერას ემსახურება. I ადგილი დაიკავა პროექტმა AdMagica AI-მ, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ხარჯების დაზოგვასა და გაყიდვებზე...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები