ComCom-მა ჩხოროწყუში 160 ადგილობრივი ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ჩხოროწყუში 160 ადგილობრივი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპისთვის 13 სემინარი ჩატარდა, სადაც ბენეფიციარები სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების მიზნობრივად გამოყენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას...
ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიას“ 14 კურსდამთავრებული ჰყავს - რამდენიმე მათგანი უკვე დასაქმდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ 4 თვიანი ინტენსიური პრაქტიკული კურსის „მედიასკოლის სტუდია“ წარმატებით დასრულებისთვის 14 სტუდენტს სერტიფიკატი გადასცა. კურსის ფარგლებში, სტუდენტებმა პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სპეციალურად მათთვის განკუთვნილ საინფორმაციო სამსახურში შეისწავლეს მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად შექმნა და შეადგინეს მედიაპორტფელი. აღსანიშნავია, რომ მიღებული გამოცდილებისა და მედიასკოლის მიერ გაწეული რეკომენდაციის შედეგად, რამდენიმე კურსდამთავრებულმა სხვადასხვა...
ComCom-მა და მედიალაბმა მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
კომუნიკაციების კომისიის და მედიალაბის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის მეორედ გამოცხადებული მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი წარმატებით დასრულდა. ჰაკათონის კონკურსში პროექტები 130 მონაწილისგან შემდგარმა 40-მა გუნდმა გამოაგზავნა, საიდანაც 10 საუკეთესო შეირჩა. მონაწილე გუნდებმა 2 დღის განმავლობაში, პროფესიონალ მენტორებთან ერთად, საკუთარი პროექტების დახვეწაზე აქტიურ რეჟიმში იმუშავეს, რის შემდეგაც, კომპეტენტურმა ჟიურიმ პრობლემის რელევანტურობის, გადაწყვეტის ეფექტურობისა და პროექტის მდგრადობის...
ვალდებულების თანახმად „მაგთიკომმა“ დაინტერესებული კომპანიებისთვის ქსელზე დაშვების პირობები გამოაქვეყნა
კომპლექსური კვლევის შედეგად, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულებების ფარგლებში „მაგთიკომმა“ ქსელზე დაშვების მსურველი ოპერატორებისთვის მოწვევის ოფერტები გამოაქვეყნა. კერძოდ, კომპლექსური კვლევის მიხედვით, 2024 წლის ComCom-ის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომი“ მობილური და ფიქსირებული ქსელის ბაზრების მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად განისაზღვრა, რის შედეგადაც მას როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ქსელზე დაშვების ვალდებულება და დაშვების ოფერტების გამოქვეყნება...
ისწავლე ჟურნალისტიკა საინფორმაციო სამსახურში - ComCom-ის „მედიასკოლის სტუდია“ 4 თვიან პრაქტიკულ კურსზე...
კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლა ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის „მედიასკოლის სტუდიის“ 4 თვიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსზე მიღებას უკვე მეორედ აცხადებს. ინტენსიური კურსი ნებისმიერი მიმართულების კურსდამთავრებულს ან III და IV კურსის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ საინფორმაციო სამსახურში შეისწავლონ მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად შექმნა და შეავსონ მედიაპორტფელი. კერძოდ, კურსის...
SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორი: „ComCom-ის აქტიურმა და პროგრესულმა მიდგომამ შექმნა ხელსაყრელი...
ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა, სტეფან ნელსონმა, ინტერნეტ მმართველობის გლობალურ ფორუმზე (IGF 2024) ComCom-ის ორგანიზებით გამართულ სესიაზე „რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრული განვითარება“ განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს სტრატეგიული ლოკაცია, იმისთვის, რომ ქვეყანა ბუნებრივი ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი იყოს ტრანსკასპიურ სავაჭრო მაგისტრალზე, რომელიც ორ კონტინენტს ერთმანეთთან აკავშირებს. „ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანა...
ComCom-მა IGF 2024-ზე საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შესახებ სესია გამართა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, ინტერნეტ მმართველობის გლობალურ ფორუმში (IGF) მიიღეს მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, ComCom-ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სესია „რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრული განვითარება“ გაიმართა. სესია შეეხებოდა საქართველოს, როგორც რეგიონის ციფრული ჰაბის პოტენციალის; მისი სტრატეგიული მდებარეობის; მზარდი...
ComCom-მა მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში გამარჯვებულ სკოლას მედიალაბორატორია მოუწყო
კომუნიკაციების კომისიამ, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების ოლიმპიადის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის კატეგორიაში გამარჯვებულად წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტოდ ბევრი, 500-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა. წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას წარმატება მეოთხე კლასელების მიერ შექმნილმა ვიდეომ მოუტანა, რომელშიც მოსწავლეები კრეატიული და სახალისო ხერხებით ხსნიან...
კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე ComCom-მა კომპლექსური კვლევის შედეგები...
კომუნიკაციების კომისიის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე სიჭინავამ, საერთაშორისო კონფერენციაზე „კონკურენცია და მომხმარებელთა დაცვა“ აუდიტორიას ComCom-ის მიერ ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ჩატარებული ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგები წარუდგინა. პანელურ სესიაზე „კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა რეგულირებად ბაზრებზე - ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები“, ეკატერინე სიჭინავამ აღნიშნა, რომ კვლევის ფარგლებში შეფასდა...
ComCom-ის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე ComCom-ის...
კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოში რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებელთა დაცვა“ იმართება. ღონისძიების პირველი დღის გახსნით სესიაში, რომელიც კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის თვალსაზრისით, დარგობრივ მიღწევებს, შედეგებს და გამოწვევებს ეხებოდა,...