წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ოქტომბერი
28, 2024
13:10

ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიის მედიაწიგნიერების გზამკვლევს 70-მდე ორგანიზაციასთან ერთად მხარს ComCom-იც...

ოქტომბერი 28, 2024 13:10

კომუნიკაციების კომისიამ, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, მხარი დაუჭირა ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიის (EDMO) მიერ შექმნილ მედიაწიგნიერების ინიციატივების გზამკვლევს. გზამკვლევი მედიაწიგნიერების მიმართულებით ინიციატივების ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება, რომელიც თავის მხრივ შესაბამის რეკომენდაციებსა და საერთაშორისო მაგალითებს მოიცავს. გზამკვლევი შედგება მედიაწიგნიერების ინიციატივების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებისგან, რომლებიც...

ოქტომბერი
28, 2024
12:05

ComCom-ის მედიალაბმა ორგანიზაციაში სტრესის მართვის შესახებ სემინარი ჩაატარა

ოქტომბერი 28, 2024 12:05

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და გამოცდილი სტარტაპერებისთვის სემინარი „როგორ გავხადო სამუშაო გარემო ნაკლებ სტრესული ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის“ ჩატარდა. შეხვედრას პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების მენტორი, გვანცა ბარაბაძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს სტრესის მართვის თვალსაზრისით, მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. ტრენინგის ფარგლებში, სტარტაპერები გაეცნენ დატვირთულ სამუშაო გარემოში სტრესის მართვის მექანიზმებს; თანამშრომელთა გამოფიტვის ადრეულ ნიშნებს; შრომისა და...

ოქტომბერი
25, 2024
13:05

მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა

ოქტომბერი 25, 2024 13:05

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა და მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს მედიაწიგნიერების დღე თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც მასწავლებლებთან ერთად იმსჯელეს ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე...

ოქტომბერი
23, 2024
14:28

ComCom-მა „ტელეიმედი“ და „რუსთავი 2“ „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ საჩივრების საფუძველზე „საარჩევნო...

ოქტომბერი 23, 2024 14:28

კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური გაერთიანებების  „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ საჩივრების საფუძველზე, „ტელეიმედსა“ და „რუსთვი 2“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა. საჩივრების თანახმად, მიუხედავად ტელევიზიებისთვის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის წარდგენისა, ასევე, იმავე საკითხზე ComCom-ის და სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, რომლის ფარგლებშიც ორივე ტელევიზია ფასიანი...

ოქტომბერი
22, 2024
16:03

„მაგთიკომმა“ 5G-ის დასანერგად 7 აუქციონში გაიმარჯვა და 149 025 808 ლარის სიხშირეები შეიძინა

ოქტომბერი 22, 2024 16:03

კომუნიკაციების კომისიის მიერ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომი“ დამატებით ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებული გახდა. კერძოდ, კომპანიამ 15 წლის ვადით მოიპოვა 2600 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზიები. აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში გამოტანილი ლოტების საფასურმა სულ 23 097 816 ლარი შეადგინა, რომლის 30% „მაგთიკომმა“ სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადაიხადა, ხოლო დარჩენილი 70% ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა...

ოქტომბერი
21, 2024
15:16

„მაგთიკომმა“ 5G-ის დასანერგად დამატებითი ლიცენზიები 77 125 735 ლარად მოიპოვა

ოქტომბერი 21, 2024 15:16

კომუნიკაციების კომისიამ 5G-ის დასანერგად მეორედ ჩატარებულ აუქციონში „მაგთიკომი“ ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოაცხადა და მას შესაბამისი სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიები მიანიჭა. კერძოდ, აუქციონის ფარგლებში, „მაგთიკომს“ 700, 800 და 3410-3710 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია 15 წლის ვადით მიენიჭა. ლოტების საფასურმა სულ 77 125 735 ლარი შეადგინა, რომლის 30% ოპერატორმა სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადაიხადა, ხოლო დარჩენილი 70% კი ლიცენზიის გაცემიდან...

ოქტომბერი
21, 2024
10:43

ComCom-ის მედიააკადემიაში საგანგებო მოვლენების გაშუქების პრაქტიკული კურსი ჩატარდა

ოქტომბერი 21, 2024 10:43

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „საგანგებო მოვლენების გაშუქება და უსაფრთხოების სტანდარტი“ ჩატარდა. შეხვედრას ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი და უსაფრთხოების ექსპერტი, ირაკლი ანდრონიკაშვილი უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს. ორდღიან პრაქტიკულ კურსზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა საგანგებო მოვლენების უსაფრთხოდ გაშუქების სტრატეგიები; მედიის...

ოქტომბერი
20, 2024
15:47

ComCom-მა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი დააკმაყოფილა

ოქტომბერი 20, 2024 15:47

კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება  „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში აღარ გადის მათ მიერ მიწოდებული...

ოქტომბერი
18, 2024
16:53

ComCom-მა „ტელეიმედის“ და „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ „ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“...

ოქტომბერი 18, 2024 16:53

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“ და „რუსთვი 2“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება  „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე ტელევიზიასთან გაფორმებული...

ოქტომბერი
18, 2024
15:30

5G-ის დასანერგად მეორედ გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომმა“ გაიმარჯვა

ოქტომბერი 18, 2024 15:30

კომუნიკაციების კომისიამ, მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად მეორედ ჩატარებულ  აუქციონში, N1 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად „მაგთიკომი“ გამოაცხადა. აღნიშნული ლოტის საფასურმა ჯამში 48 802 257 ლარი შეადგინა. ოპერატორმა სრული თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადაიხადა და 700 მჰც და 3410-3710 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია 15 წლის ვადით მიენიჭა. დარჩენილი 70% კი „მაგთიკომმა“ ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები